"კვარას" გიჟური გოლი - მისი დაკარგვა ტიფოზებს ვერ მოუნელებიათ" - ნეაპოლური მედია

AutoSharing Option
ნეაპოლური მედია პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო გოლს აღფრთოვანებული გამოეხმაურა.

Areanapoli: „ქართველმა ლამაზად ითამაშა, ლამაზი გოლი გაიტანა და პარიზული პუბლიკა გაახარა. მან თავისი დიდი ტალანტი აჩვენა ფრანგებს, რომლებიც კარგა ხანი ტაშს უკრავდნენ. ხვიჩამ როგორც იქნა „პარი სენ ჟერმენში“ ჩატარებულ მეოთხე მატჩში ნავსი გატეხა. ის დიდი სისწრაფით და არანორმალური დრიბლინგით მოქმედებდა მოედნის მთელ ფრონტზე, უკეთ მარჯვენა ფეხით თამაშობს, თუმცა ცაციათიც შეუძლია თამაში. ჯანფრანკო ძოლას და ბევრ იტალიელ სპეციალისტს ჯორჯ ბესტს აგონებს. „კვარას“ დაკარგვა ბოლომდე ვერ მოუნელებიათ ნეაპოლელ ტიფოზებს, რომლებიც ბოლომდე მისი გულშემატკივრები
იქნებიან, რადგან მესამე სკუდეტოს ერთ-ერთი შემოქმედია“.

Tuttonapoli: „ლიგა 1-ში კვარაცხელიამ პირველად გაიტანა და რა გოლი გაიტანა! ბურთი საჯარიმოში მიიღო, ფინტით მცველები ჩამოიცილა და მარცხენათი დალაშქრა მეტოქის კარი“.

Spazionapoli: „კვარას“ პირველი გოლი შესანიშნავი იყო. ორი მეურვე მოატყუა, ბურთს მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა ადგილი და „პარკ დე პრენსი“ გაახარა“.

calcionapoli24: „ეს გიჟური გოლი გახლდათ, რომელიც ისევე აღნიშნა, როგორც როდესაც „ნაპოლის“ რიგებში პირველად გაიტანა“.

altლუის ენრიკე: "კვარას" ყველგან შეუძლია თამაში და ბევრს გაიტანს - მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა

altკვარაცხელია: მინდოდა, გოლი რაც შეიძლება მალე გამეტანა

altროგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ის ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?

altესეც ხვიჩას ნანატრი გოლი - პსჟ-მა "მონაკოს" მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
რატომღაც მაგრად მჯერა, რომ 1-2 წელიწადში საქართველოს ნაკრებიც საოცრებას მოახდენს.
ქართველი, ირო ორდათ, ჯგირო ორდათ
16:20 08-02-2025
2
რამდენი კარგად ითამაშებს ხოლმე ხვიჩა, აღარ ჩანან ხოლმე ეს ნაცები, თავიანთი გესლიანი კომენტარებით..!!
სპალეტი
15:11 08-02-2025
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული