პორტუგალიელის თქმით, "კვარა" ახალ გუნდს კარგად შეეწყო, გატანილი გოლი კი მას წნეხისგან გაათავისუფლებს.
"ყველა გახარებულები ვართ, რომ ხვიჩამ სადებიუტო გოლი გაიტანა. ეს მას წნეხისგან გაათავისუფლებს. ერთი ქვეყნიდან მეორეში ჩასვლა და ადაპტაციის გავლა, მარტივი არ არის.
ხვიჩა გუნდს კარგად შეეწყო და ჩვენც თავისუფლება მივეცით, რათა თავი კომფორტულად იგრძნოს. იმედი მაქვს, თავის შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს,
შეგახსენებთ, "პარი სენ ჟერმენი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 53 ქულით პირველ ადგილზეა, ლუის ენრიკეს გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 11 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგაზე "ბრესტის" წინააღმდეგ გამართავს.
"კვარას" გიჟური გოლი - მისი დაკარგვა ტიფოზებს ვერ მოუნელებიათ" - ნეაპოლური მედია
ლუის ენრიკე: "კვარას" ყველგან შეუძლია თამაში და ბევრს გაიტანს - მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა