ფედელე: "კვარას" კრიტიკოსები ვულგარული პროვინციალები და გონებრივად შეზღუდულები არიან

AutoSharing Option
იტალიელმა საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკის გამო „ნაპოლის“ გულშემატკივრებს რადიო Marte-ს ეთერში გონებაშეზღუდულები უწოდა:

„ჩემი აზრით, კვარაზე“ ასე ლაპარაკი ვულგარული პროვინციალიზმია. განსაკუთრებულად უარყოფითი დამოკიდებულებაა. ეს ხალხი გონებრივად როგორი შეზღუდულია! კლუბის მფლობელმა ისევ ხელში აიღო სატრანსფერო საკითხებში ძალაუფლება და გადაწყვეტილება ბიუჯეტის სასარგებლოდ მიიღო, რაც გუნდის გაუმჯობესებას არ ემსახურება.

რევოლუციური უთანხმოების პირველი სიმპტომები უკვე ზაფხულში შეინიშნებოდა და შეთანხმების მიღწევა იანვარშიც ვერ შეძლეს. „ნაპოლი“ სხვა გზით წავიდა, ვიდრე ადრე და გამოსავალი იპოვნა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნეაპოლურმა გუნდმა ტექნიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე
დაკარგა. დააშანტაჟა თუ არა კვარაცხელიამ „ნაპოლი“, რომელსაც შეეძლო ახლა რომ არ დათანხმებულიყვნენ ტრანსფერზე, ფიფას მე-17 პუნქტით ესარგებლა და პსჟ-ში ზაფხულში წასულიყო? არავითარ შანტაჟს ადგილი არ ჰქონია. კლუბი იძულებული გახდა გაეყიდა, ვინაიდან კონტრაქტის განახლება გადაუდეს. ადრე რომ შეეთავაზებინათ, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად გამოსულიყო“.

altხვიჩა ამისთვის არსებობს! - ... და ბარკოლას ეგოიზმი რომ არ ჰქონდეს...

მკითხველის კომენტარები / 9 /
დავალაიქე. ამას ჩემი კომენტარი არ სჭირდება, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი. აურელიომ 10 მილიონიც რომ შემოგთავაზოს, მაინც არ უნდა მოაწერო ხელი, იმიტომ რომ აურელიოს ასეთი ფულის გადახდას არ აპირებს.
ოსიმენმა კი მოაწერა ხელი 10 მლიონიან კონტრაქტს, მაგრამ სად არის ოსიმენი?
უფროსი
04:10 10-02-2025
1
პირველ საჩემპიონო სეზონში,ზამთრის შესვენების დროს,ხვიჩა უკვე ორჯერ იყო იტალიის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული და გუნდიც თითქმის უკვე ჩემპიონი იყო.დე ლაურენტისს უკვე მაშინ რომ ცალმხრივად,კონტრაქტის სხვა პირობების შეცვლის გარეშე მოემატებინა მისთვის ხელფასი,მადლიერი ხვიჩა,გუნდს უფრო მიეჯჭვებოდა,მაგრამ სეზონი დამთავრდა და ხვიჩა კი არა,გამარჯვების სხვა შემოქმედებს,ხელფასს დაკლება მოსთხოვა დე ლაურენტისმა.ზოგი გაიქცა,ზოგი გაყიდეს,ზოგიც იძულებით დაიტოვეს და ისეთი მწვრთნელები მოუყვანეს,ნაპოლის თამაშს ვერასოდეს რომ ვერ იგუებდა.მათაც დაიწყეს და მთლიანად მოშალეს ნაპოლი.არც ხვიჩას დაჯილდოებაზე,ან თუნდაც წაქეზებაზე უფრიქრია დე ლაურენტისს.კონტრქტი უკვე გვაქვს დადებული,თანაც 2027 წლამდე და რატომ უნდა შევცვალოვო.ასე გავიდა ერთი წელი და ხვიჩას გარემოცვამაც უფრო ხმამაღლა დაიწყო,ახალ კონტაქტზე,ან წასვლაზე ლაპარაკი.დე ლაურენტისმა 3 მილიონდან დაიწყო,უფრო აყვირებულ ოსიმენს კი,11 მილიონი დაუნიშნა და ამით,ხვიჩას ნაპოლიში დარჩენის უკანასკნელ შანსსაც ხაზი გადაუსვა.ხვიჩა იქ აღარ დარჩებოდა!დანარჩენი უკვე დროის საკითხი იყო!არ შეიძლება ორ გმირს შორის ასეთი განსხვავება დაუშვა.სადაც პატივს არ გცემენ,იქ არც უნდა დარჩე.ხვიჩამ და მისმა გარემოცვამ ეს იციან და დე ლაურენტისს მუხლზე ჩოქვითაც რომ ეთხოვა დარჩენა,ხვიჩა იქ დამრჩენი აღარ იყო!ნეაპოლელების ნაწილი,ამას დღესაც ვერ იგებს,ნაწილს ესმის,მაწილი კი ამაზე უკვე ალაპარაკდა კიდეც.თუ ნაპოლი ჩემპიონი გახდა,ამაზე ბევრს აღარ ილაპარაკებენ და მალე დაივიწყებენ,მაგრამ თუ ვერ გახდა და ხვიჩამ პარიზშიც კაშკაში დაიწყო,მაშინ ბევრს გაახსენდება,რომ ასეთი ფეხბურთელი,პრეზიდენტის ურჯუკობის გამო დაკარგეს.ნაპოლის ამ სეზონში ჩემპიონობას ვუსურვებ,თუმცა ცოტა ძნელი წარმოსადგენია,ამის მიღწევა.ინტერი ბოლომდე თუ გააგრძელებს ლიგაზე ბრძოლას,მაშინ შანსები მოიმატებს და შესაძლოა მიზანსაც მიაღწიონ.კონტე ხომ ძალიან მაგარი მოტივატორია და ფეხბურთელებისაგან მაქსიმუმის ამოღება შეუძლია.მათი ჩემპიონობა,ხვიჩას ჩემპიონობაცაა და ამიტომ თორემ,რუბინი,ახლა რომელ ლიგაში თამაშობს,ისიც აღარ ვიცი.
სოსო
19:22 09-02-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული