მიქაუტაძემ მეცხრე გაიტანა - "ლიონმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში „ლიონმა“ სახლში „რეიმსი“ 4:0 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ალეკსანდრ ლაკაზეტმა მონაწილეობა ვერ მიიღო, მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მან კომპენსირებულ დროში მეტოქის კარი დალაშქრა - შეფასებები: whoscored 7.7, sofascore 7.3, flashscore 7.3
.
ქართველის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩში 9 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

„ლიონმა“ შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 33 ქულით მეექვსე ადგილზეა და 16 თებერვალს სტუმრად „მონპელიეს“ დაუპირისპირდება.

ლიონი. „გრუპამა სტადიუმი“
ლიონი - რეიმსი 4:0
გოლები: 1:0 ტალიაფიკო
(36), 2:0 ტოლისო (68), 3:0 შერკი (78), 4:0 მიქაუტაძე (90+3)
გაძევება: ზაბი (87, რეიმსი)



მკითხველის კომენტარები / 5 /
გარედან ისე ჩანს რომ მიქაუტაძე ძალიან კმაყოფილია ლიონით - გუნდსაც კარგად შეეწყო და ქალაქიც თავისთავად ახლოა მისთვის. თან ლიონი შეიძლება გრანდი არაა, მაგრამ არც ხელწამოსაკრავი გუნდია. არ ღირს მისთვის გუნდის გამოცვლა ერთი ორი წელი, მიუხედავად იმისა რომ ფრანგული ლიგა ყველაზე სუსტია ტოპ 5-ში.
gogi
00:46 10-02-2025
1
სხვათაშორის მესამე გოლზე.ისეთი გატარებაა გააკეთა ფეხებს შორის, რომ საგოლე პასზე მაგარი იყო.
Irakli Apkhaidze
22:09 09-02-2025
0

სიახლეები პოპულარული