რისთვის გადაინახა "კვარას" ტრანსფერში აღებული 75 მილიონი დე ლაურენტისმა სეიფში? - la Repubblica განმარტავს

AutoSharing Option
„რეპუბლიკა“ წერს, რომ რადგან „ნაპოლის“ საკუთარი სტადიონი არ აქვს, ყოველწლიურად 100 მილიონ ევროს კარგავს. „დიეგო მარადონა“ საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და კლუბს ტევადობით უფრო დიდი არენა სჭირდება.

ისევე როგორც სტადიონი, კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელი ბაზაც „ნაპოლის“ იჯარით აქვს აღებული და პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ორივე ობიექტისთვის ქალაქის გარეუბანში ადგილს ეძებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თანხა, 75 მილიონი ევრო მან ფეხბურთელების შესაძენად არ დახარჯა, სეიფში შეინახა და ამ ფულის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყენებას გეგმავს. ეს თანხა, რა თქმა უნდა, ამ ორი
პროექტის განსახორციელებლად საკმარისი არ იქნება, თუმცა საწყისი ეტაპისთვის საკმაო კაპიტალია. მოკლედ, დე ლაურენტისს გუნდის განვითარება კი აინტერესებს, მაგრამ უძრავი ქონება მისთვის უპირველესია.

ქალაქის მუნიციპალიტეტთან დე ლაურენტისი წლების განმავლობაში აწარმოებს მოლაპარაკებას, რათა იაფად გამოუყონ მიწის ნაკვეთი, თუმცა ჯერ შეთანხმებას ვერ მიაღწია.

კვარაცხელია „ნაპოლიმ“ 10 მილიონად შეიძინა, 2.5 წლის განმავლობაში სეზონში მხოლოდ 1.4 მილიონს უხდიდა, გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღურებადი იყო, ახლა მისი ტრანსფერიდან 75 მილიონი მიიღეს და ადგილობრივი გულშემატკივრები ქართველის წასვლის გამო მაინც უკმაყოფილოები არიან.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ფუ როგორ მეზიზღება ეს ვაჭრისშვილიიი როგორი საშინელი სახე აქ
6
წესიერი ხალხი მთლად მაგ ახალ სტადიონს თუ არა, მასთან მიმავალ ქუჩას მაინც დაარქმევდა ხვიჩას სახელს....
ვოოტ
18:37 10-02-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული