"უოტფორდმა" თურქულ კლუბს ჩაკვეტაძის ტრანსფერზე უარი უთხრა

AutoSharing Option
თურქეთში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, "ტრაპზონსპორმა" "უოტფორდს" გიორგი ჩაკვეტაძის თაობაზე ოფიციალურად მიმართა.

თუმცა, ინგლისურმა კლუბმა უარით უპასუხა, რადგან გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დაკარგვა არ უნდა.

"უოტფორდი" 31 ტურის შემდეგ ჩემპიონშიფში 42 ქულით მეათე ადგილზეა, პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში მოხვედრისთვის იბრძვის და დღეს ლიდერ "ლიდსს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩვენს შესარჩევ ჯგუფში არიან თურქები. ამიტომ უნდათ ნაკრების ფეხბურთელების წაყვანა. თურქულ გუნდში თუ გადავა ფეხბურთელი, ძალიან ბევრი თურქი მოახდენს გავლენას მის ფორმაზე: გუნდის ექიმი, მზარეული, მასაჟისტი, მწვრთნელები, ფიზიკური მიმზადების სპეციალისტები. ან გადაღლიან ვარჯიშებით, ან სკამზე დასვამენ და არ ათამაშებენ, ან ისეთ წამალს დაუნიშნავენ, რომ დოპინგის გამო დისკვალიფიკაციას მიიღებს, ან არასწორი კვებით კუნთებს დაუსუსტებენ, ან ზედმეტი წონის პრობლემას შეუქმნიან.
უფროსი
01:04 12-02-2025
0
არცერთი ქართველი თუექულ კლუბებში!
მალხაზ ჯობავა
23:54 11-02-2025
0

სიახლეები პოპულარული