ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მა გაიმარჯვა და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში პსჟ-მა „ბრესტი“ 3:0 დაამარცხა.

პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვრაცხელია წინა ოთხი შეხვედრისგან განსხვავებით ამჯერად სასტარტოში არ დააყენა. „პარი სენ ჟერმენი“ პენალტით ვიტინიამ დააწინაურა. „ბრესტმა“ შეტევებით უპასუხა, სიმამ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, ორჯერ დონარუმას კარი ძელმა იხსნა. პირველი ტაიმის დასასრულს კი დემბელემ დალაშქრა ბიზოტის კარი და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ბრესტი“ შტურმზე გადავიდა, სიმას დარტყმული ბურთი დონარუმამ მოიგერია, რასაც დედაქალაქელთა სწრაფი კონტრიერიში და დუეს გოლი მოჰყვა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.
მერე ხელსაყრელი პოზიციიდან დემბელემ და ბარკოლამ ვერ გაიტანეს. მაინც შეასრულა უსმანმა დუბლი და 67-ე წუთზე დუეს ნაცვლად შეცვლაზე კვარაცხელია შევიდა. ხვიჩამ ლამაზი ფინტით შარდონე ჩამოიცილა, რომელმაც მაისურზე მოქაჩა და ყვითელი ბარათი მიიღო. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და პსჟ-მა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საპასუხო შეხვედრა 20 თებერვალს „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება. იქამდე პსჟ 16 თებერვალს, ლიგა 1-ის ოცდამეორე ტურში გასვლაზე „ტულუზას“ დაუპირისპირდება.

გენგამი. „სტად დიუ რუდურუ“
ბრესტი - პსჟ 0:3
გოლები: 0:1 ვიტინია (21, პენ), 0:2 დემბელე (45), 0:3 დემბელე (66)

alt"დიდებული ფეხბურთელია" - როტენი კვარაცხელიას შესახებ

altკვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება - ზედიზედ მესამე პლეი-ოფში

მკითხველის კომენტარები / 23 /
მაგარი ტორმუზი გახდა. თუ ასე გაგრძელდა, 2 თვეში კაციშვილს აღარ ემახსოვრება.
რა დროს დაოჯახება იყო, კვარა, შენ რა გითხარი.
შოთა
01:21 12-02-2025
38
რისი ჩემპიონთა ლიგის მომგებია კვარა,აღარ მოგწყინდათ ეს უაზრო ბაქი-ბუქი ბოლოს და ბოლოს. ვისაც არ ახსოვს შეგახსენებთ რომ გუშინ კვარამ მე-18 შეხვედრა ჩაატარა ლიგაზე და სულ ორი გოლი აქვს გატანილი, ისიც დაშლილ აიაქსთან და აქედან ერთი სამადლო პენალტით,რომელიც ოსიმენამ გაბუტული ბავშვივით დაუთმო, ხო და როგორ ფიქრობთ, ენრიკე ასეთი მეამიტია კვარას დამატებით,რომელიც რბილად რომ ვთქვათ ფორმაში არ არის აპირებს მოიგოს ლიგაა!! ან რისი განსხვავების შემქმნელია ტოპ გუნდებთან, კვარა კი არა ჰაალანდი ვერ ქმნის განხვავებას, რომელსაც 49 გოლი აქვს გატანილი 48 ლიგის თამაშზე და .........ასეთი შენელებული ფეხბურთით შანსი არა აქვს ძველებურად ათამაშდეს,საფრანგეთშიც მცველები მის სათამაშო სტილს ადვილად გაშიფრავენ და ეგ არის, გუშინაც მის ე.წ. პადსებიას არავინ აჰყვა და შანსიც გაანიავა-ლუის ენრიკე კი გაბრაზებისგან ხელებს შლიდა.......იისე არც არაფერი აქვს სანერვიულო, აი ხვიჩას და ჩვენი დარდი პსჟ თუ ლიგას ვერ მოიგებს, მას როგორც წერენ კონტრაქტიც კარგი აქვს და ხელფასიც,ასე რომ ჩვენ მაინც აღარ ვინერვიულებთ მის ხელფასზე.... ნაკრებში კი ხან ითამაშებს და ხან არა, ხან პორტუგალიას მოვუგებთ და ხანაც ალბანეთის დონის გუნდებთან წავაგებთ, ჩვენი ნაკრები მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონი მაინც ვერასოდეს გახდება და არც შემდგომ გასვლებს ექნება ისეთი ემოციური ფონი საქართველოში,როგორც ევრო-24-ს, რადგანაც პირველი იყო და განუმეორებელი.....
Jora-giorgi
11:04 12-02-2025
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული