ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მა გაიმარჯვა და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში პსჟ-მა „ბრესტი“ 3:0 დაამარცხა.

პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვრაცხელია წინა ოთხი შეხვედრისგან განსხვავებით ამჯერად სასტარტოში არ დააყენა. „პარი სენ ჟერმენი“ პენალტით ვიტინიამ დააწინაურა. „ბრესტმა“ შეტევებით უპასუხა, სიმამ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, ორჯერ დონარუმას კარი ძელმა იხსნა. პირველი ტაიმის დასასრულს კი დემბელემ დალაშქრა ბიზოტის კარი და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ბრესტი“ შტურმზე გადავიდა, სიმას დარტყმული ბურთი დონარუმამ მოიგერია, რასაც დედაქალაქელთა სწრაფი კონტრიერიში და დუეს გოლი მოჰყვა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.
მერე ხელსაყრელი პოზიციიდან დემბელემ და ბარკოლამ ვერ გაიტანეს. მაინც შეასრულა უსმანმა დუბლი და 67-ე წუთზე დუეს ნაცვლად შეცვლაზე კვარაცხელია შევიდა. ხვიჩამ ლამაზი ფინტით შარდონე ჩამოიცილა, რომელმაც მაისურზე მოქაჩა და ყვითელი ბარათი მიიღო. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და პსჟ-მა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საპასუხო შეხვედრა 20 თებერვალს „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება. იქამდე პსჟ 16 თებერვალს, ლიგა 1-ის ოცდამეორე ტურში გასვლაზე „ტულუზას“ დაუპირისპირდება.

გენგამი. „სტად დიუ რუდურუ“
ბრესტი - პსჟ 0:3
გოლები: 0:1 ვიტინია (21, პენ), 0:2 დემბელე (45), 0:3 დემბელე (66)

alt"დიდებული ფეხბურთელია" - როტენი კვარაცხელიას შესახებ

altკვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება - ზედიზედ მესამე პლეი-ოფში

მკითხველის კომენტარები / 7 /
საერთოდ დრო სჭირდება ყველას ახალ გუნდში მაგრამ … სიმართლე ის არის რომ აშკარად შენელებულია და ჯერჯერობით ნაპოლის პირველი სეზონის აჩრდილიღაა დარჩენილი მაგრამ ნიჭიერია და დარწმუნებული ვარ მუშაობის შემდეგ აშკარად დაუბრუნდება მის ფორმას.
გუჯი
00:40 12-02-2025
4
მაგარი ტორმუზი გახდა. თუ ასე გაგრძელდა, 2 თვეში კაციშვილს აღარ ემახსოვრება.
რა დროს დაოჯახება იყო, კვარა, შენ რა გითხარი.
შოთა
01:21 12-02-2025
10

სიახლეები პოპულარული