
სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია გადახალისებულ შემადგენლობაში სასტარტოში დააყენა. თავიდან ის ცხრიანის პოზიციაზე მოქმედებდა. „პარი სენ ჟერმენი“ ბევრს, მაგრამ უხიფათოდ უტევდა. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც ახლო მანძილიდან კრესუელის თავით დარტყმულ ბურთს მეკარე საფონოვი დაეუფლა. თანდათან პარიზელების იერიშები უფრო მწვავე გახდა: კვარაცხელიას პასის შემდეგ ბერალდომ ბურთი ძელს გაარტყა. მერე ბარკოლამ ორჯერ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
ტულუზა. „სტად ტულუზე“
ტულუზა -
საუკეთესო ფორმაში მყოფი პსჟ კვარაცხელიასთან ერთად დაუმარცხებელი სერიის გაგრძელებას აპირებს!..