სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია გადახალისებულ შემადგენლობაში სასტარტოში დააყენა. ის ცხრიანის პოზიციაზე მოქმედებდა, სადაც თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. „პარი სენ ჟერმენი“ ბევრს, მაგრამ უხიფათოდ უტევდა. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც ახლო მანძილიდან კრესუელის თავით დარტყმულ ბურთს მეკარე საფონოვი დაეუფლა. თანდათან პარიზელების იერიშები უფრო მწვავე გახდა: კვარაცხელიას პასის შემდეგ ბერალდომ ბურთი ძელს გაარტყა. მერე ბარკოლამ ორჯერ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, ჯერ საფონოვმა გადაარჩინა თავისი გუნდი, ცოტა ხანში კი პსჟ ფაბიან რუისმა დააწინაურა. 74-ე წუთზე ბარკოლა რამუშმა შეცვალა და ხვიჩამ მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და პსჟ-მა გაიმარჯვა.
პსჟ 56 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 20 თებერვალს ჩაატარებს - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში „ბრესტს“ უმასპინძლებს.
ტულუზა. „სტად ტულუზე“
ტულუზა - პსჟ 0:1
გოლი: ფაბიან რუისი (53)
საუკეთესო ფორმაში მყოფი პსჟ კვარაცხელიასთან ერთად დაუმარცხებელი სერიის გაგრძელებას აპირებს!..