
რა არის პსჟის თავკაცის, ლუის ენრიკეს ლოგიკა? მას გათავისებული აქვს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბარსელონასთან" ან "ლივერპულთან" შეხვედრა ამ
რა თქმა უნდა, არავის მოსწონს, როცა დრიბლინგებით ასე "შემოჭრილი" კვარაცხელია გუნდურ თამაშზე ორიენტირებული ხდება, ბურთის დაკარგვა მინიმუმამდე დაჰყავს და ტემპს აგდებს, მაგრამ ისიც როგორ წარმოგვიდგენია, თამაშის დასკვნით ნაწილში მწვრთნელისგან (ენრიკე ღიად კი ამბობს, შედეგი მთავარი არააო, მაგრამ) განსხვავებული დავალებები მხოლოდ ხვიჩას მიეღო?! შესაძლოა, ვინმეს ისე მოეჩვენოს, კონკრეტული ფეხბურთელის გამო მთელი თამამედროვე ფეხბურთის ლოგიკას ვიწუნებთ, მაგრამ ეს საქმე პრაგმატიზმით ძალიან გაჯერებული რომ არის, ამას მთელი მსოფლიო აღიარებს.
რა არის კვარაცხელიას თამაშის ლოგიკა? - ერთხელაც აღვნიშნავთ, როცა გუნდში როტაცია ხშირია, ახლადმისული ფეხბურთელისთვის კიდევ უფრო რთულია, კონკრეტული კომბინაციები დახაზოს. მაგალითად, ორჯერ ვნახეთ, "კვარამ" რაღაც საინტერესო რომ ჩაიფიქრა, თანაგუნდელებმა კი ერთმანეთს ვერ გაუგეს. საგულისხმოა, რომ ლუის ენრიკე ქართველისთვის ჯერ იდეალური პოზიციის ძიებაშია. საქართველოს ნაკრების შესახებაც დაგვიწერია, თუ ხვიჩა ფორვარდია, ეს ნიშნავს, ის ბურთით უფრო იშვიათად იქნება. "ტულუზასთანაც" ვნახეთ, როგორ ცდილობდა ზონების გათავისუფლებას, საჯარიმოდან ამოდიოდა, პასებიც შეასრულა, ლამაზი თამაშიც შემოგვთავაზა, ოღონდ, "ცხრიანობას" თავისი სპეციფიკა აქვს, თანაც მას ჯერჯერობით "მკვლელი ინსტიქტები" არ ახასიათებს, ყველა შანსის გოლად ქცევად რომ ველოდოთ.
ხვიჩა, პირველ რიგში, "ატალანტასთან" ამ გოლთან ასოცირდება...

რადგანაც მოლოდინებზე ვსაუბრობთ, მაინც იმედი გვაქვს, ხვიჩა მას არავის გაუცრუებს და აკლიმატიზაციის გავლის შემდეგ მის თვალწარმტაც დრიბლინგებს კიდევ ვნახავთ. სტაბილურობაც, რაც ასე მნიშვნელოვანია, სახეზე გვექნება. ყველაფერი ეს კვარაცხელიასაც სჭირდება, ქართველ გულშემატკივრებსაც და თანამედროვე ფეხბურთსაც (ე.წ. გრილიშიზაციაზეც დაგვიწერია; ლივერპულის ბოლო მატჩის მეორე ტაიმიც პრაგმატიზმის ნიმუში იყო).
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი მართლაც მნიშვნელოვანია. მანამდე "ბრესტთან" განმეორებითი პლეი-ოფიცაა, "ლიონთან" პრინციპული ჯახიც და თასზე მოყვარულ გუნდთან მატჩიც. მარტში პსჟ-ს საკმაოდ ძლიერი მოწინააღნდეგეები ჰყავს, მათ შორის უშუალო კონკურენტი "მარსელი". ასე რომ, მომდევნო ერთი თვე ბევრ რამეს გვეტყვის!..
კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა - პსჟ-მა "ტულუზას" მოუგო [VIDEO]
თორე გორის დილაში რომ ჩამოიყვანო ცენტრფორვარდად დააყენო რა თქმა უნდა მაგრა ითამაშებს და ბომბარდირიც იქნება აბა რა