
TEAMtalk-ის ცნობით, 32 წლის მეკარე ალისონი დიდი ალბათობით, "ლივერპულში" ბოლო სეზონს ატარებს და მას გიორგი მამარდაშვილი შეცვლის.
ალისონს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, კლუბი მზადაა დაემშვიდობოს, შეთავაზებები საუდის არაბეთიდან აქვს, მაგრამ თავად კარიერის გაგრძელება ევროპის რომელიმე წამყვან გუნდში სურს.
ალისონს უნდა მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყოს, მამარდაშვილის "ლივერპულში" მისვლა კი სასტარტოში თამაშის პრობლემას შეუქმნის, ამიტომ გუნდის გამოცვლას განიხილავს.
მამარდაშვილი "ლივერპულმა" 35 მილიონ ევროდ შეიძინა, სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "ვალენსიაში" დატოვა და როგორც გამოცემა წერს, ახალ
გუნდში სათადარიგო მეკარედ გადასვლას არ აპირებს.
აღნიშნულია, რომ ჯერ საბოლოოდ არაფერი არ არის გადაწყვეტილი, თუმცა, სავარაუდოდ, ალისონს გაყიდიან, ძირითადი მეკარე მამარდაშვილი იქნება, ხოლო მას კონკურენციას კევინ კელეჰერი გაუწევს.
თუ 3 მილიონად ნაყიდი უკეთ ასპარეზობს 20 მილიონად ნაყიდზე, 3 მილიონიანს დააყენებენ.
ასე რომ მამარდაშვილში გადახდილი დიდი თანხა არაფრის გარანტია არაა. შეიძლება სკამზე დასვან.
რატომ ხართ დარწმუნებული რომ კელეჰერს მოუგებს კონკურენციას, ალისონი რომც წავიდეს.