ლუის ენრიკე: კვარაცხელია ტოპ-ფეხბურთელია - მისგან სწორედ ეს გვჭირდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბრესტის" 7:0 დამარცხების და მერვედფინალში გასვლის შემდეგ, რა გასაკვირია, რომ პსჟ-ის მწვრთნელი ლუის ენრიკე კარგ ხასიათზე იყო და კითხვაზე, ვის ისურვებდა მომდევნო ეტაპზე მეტოქედ, ხუმრობით უპასუხა:

"დიახ, მე მაქვს ჩემი არჩევანი, "ლივერპულთან" ან "ბარსელონასთან" თამაში მირჩევნია! ორივე ვარიანტი მომწონს".

"პარი სენ ჟერმენის" თავკაცს ხვიჩა კვარაცხელიაზე საკუთარი მოსაზრების გამოთქმა სთხოვეს. "როგორ შევაფასებ "კვარას" ? ტოპ-ფეხბურთელია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ზამთარში შემადგენლობის გასაძლიერებლად ვარიანტის მოძებნა ძნელია. მას პარტნიორებთან ადაპტაცია სჭირდება. ცხადია, თავისი დონის დამტკიცება და გუნდის დახმარება სურს. როდესაც 7:0-ს იგებ და
ასე ეხმარები გუნდს დაცვაში - სწორედ ასეთი მენტალიტეტი გვჭირდება", - განუცხადა ლუის ენრიკემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
გილოცავთ ყველას ხვიჩას წარმატებულ თამაშს, მწვრთნელი ენდობა და გაუმართლა კიდეც,ხვიჩას გოლიც როგორ გაუხარდა, უეჭველი ვიღაცას სტაფიდან მზიანი მოუგო ხვიჩას გატანაზე...
alexsis
20:47 20-02-2025
0
გაიხარე კვარა მაგარი ხარ
ზვიად ნადირაშვილი
14:13 20-02-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული