ხვიჩა კვარაცხელია: ჩვენ პსჟ ვართ - რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია

AutoSharing Option
"ბრესტთან" მოგებული მატჩის (7:0) შემდეგ, "პარიზიენმა" პსჟ-ის გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა და აღნიშნა, რომ ქართველმა თავისი მაღალი კლასი დაამტკიცა, გუნდთან ერთად უფრო და უფრო უკეთესად თამაშობს და ტურნირზე საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს.

- თქვენს კარიერაში როდესმე 7:0 მოგიგიათ?
- ყველა მატჩი არ მახსოვს, მაგრამ მგონია, ეს პირველი შემთხვევაა.

- თითქოს პსჟ-მ ადვილად გაიმარჯვა...
- ვფიქრობ, მარტივი მოგება არ არსებობს. ვცდილობთ ამას ვარჯიშებზე მძიმე შრომით მივაღწიოთ. მოედანზე მუდამ ბოლომდე ვიხარჯებით.

- ახალ ქვეყანაში ჩასვლა ადვილი არასოდეს არ არის. პარიზში თავს როგორ გრძნობთ?
- ყველაფერი კარგად მიდის. ახალ ქვეყანაში, ახალ ჩემპიონატში მისვლა ადვილი არასოდეს არაა. აქ გარკვეულწილად ყველაფერი სხვანაირადაა, მაგრამ ბევრს ვშრომობ, ეს ჩემი სამუშაოა.

- 1/8-ფინალში "ლივერპულთან" გირჩევნიათ შეხვედრა თუ "ბარსელონასთან"?
- სულერთია. უბრალოდ ერთ-ერთ მათგანთან დაპირისპირებისთვის უნდა ვიყოთ მზად. ჩვენ პსჟ ვართ. არც ჩვენთვის და არც მოწინააღმდეგისთვის ეს ადვილი თამაშები არ იქნება. ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს.

- შეძლებს ეს პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოგებას?
- დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. ამისათვის მუშაობა გვჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
კვარა ბილობილი გჭირდება მეგობარო))) ტაილანდს 8:0 არ მოუგეთ??ბოლო გოლი შენ შეაგდე მექვაბას პასით..ძალიან კარგი პოზიციიდან ვნახე(თ) ეგ გოლი,მესხზე რაღაც მხრივ კარგია ფეხბურთის ყურება..გილოცავთ კვარას გულშემატკივრებო..ძალიან გვჭირდებოდა გუშინდელი 90 წუთი და 1+1!!! იმ ბურთს ზუსტად იქ და იმ სიჩქარით უნდა გაევლო რო გოლად ქცეულიუყო ვინც აზზეა იცის ეგ! ასისტი?? გახსოვთ სკოტის ზუსტად ეგეთი გაატანინა!! ეს ერთი და სხვა მრავალი კვარა!!!
მირო+
18:57 20-02-2025
0
გოლების შემდეგ არ შეიმჩნეოდა ისეთი მილოცვები როგორც ეს ხშირად ხდება მსგავს სიტუაციებში. რაღაც გულგრილი დამოკიდებულება შეიმჩნეოდა.
ბადრი
11:34 20-02-2025
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული