
სტუმართა რიგებში ხვიჩა კვარაცხელია ისევ სასტარტოში იყო, მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ კი კარგ ფორმაში მყოფი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. დედაქალაქელები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, აქტიურმა კვარაცხელიამ, რომელმაც როგორც ჩანს, ადაპტაციის პერიოდი გაიარა და ლაღად მოქმედებდა, დემბელე მეკარე პერისთან პირისპირ გაიყვანა, მოატყუა, დაარტყა კიდეც, მაგრამ ზედ კარის ხაზიდან ბურთი მატამ გამოიტანა. შემდეგ ხვიჩა რამდენიმე მეურვეს დაუსხლტა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. მომენტი „ლიონმაც“ შექმნა, როდესაც კუმბედის
გატანა დონარუმამ არ დაანება.
ლიონი. „გრუპამა სტადიუმი“
ლიონი - პსჟ
ლიონი - პსჟ