12:55 24-02-2025
ასე იწყებოდა მიქაუტაძისა და კვარაცხელიას გუნდების დაპირისპირება მატჩამდე წუთებით ადრე - რა გააკეთა "ლიონის" მფლობელმა პსჟ-ის პრეზიდენტის საპასუხოდ [VIDEO]
AutoSharing Option
"ლიონის" მფლობელი ჯონ ტექსტორი მოედანზე "კოვბოის" ქუდით გამოჩნდა და თავისი გუნდის ფანებს მიესალმა, რის შემდეგაც მოედანი დატოვა. ყოველივე ამას კი რამდენიმე დღის წინ განვითარებული მოვლენები უძღოდა.
ტექსტორმა პსჟ-ის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფთან ლიგა 1-ის სატელევიზიო უფლებების განსახილველად შეხვედრაზე უარი განაცხადა.
მიქაუტაძის კლუბის მფლობელმა კვარაცხელიას გუნდის პრეზიდენტი ადამიანთა დაშინებასა და ტირანიაში დაადანაშაულა, რასაც ალ-ხელაიფიმ უპასუხა:
"ჯონ, შეწყვიტე ლაპარაკი! შენ არაფერი გესმის! შენ ხარ... არ ვიცი, "კოვბოი"... არ ვიცი საიდან მოდიხარ და გველაპარაკები" , - თქვა ალ-ხელაიფმა.
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ტექსტორმა ამ ყოველივეს ორიგინალურად უპასუხა და შეხვედრის დაწყებამდე "კოვბოის" ქუდით გამოჩნდა, მატჩის მიმდინარეობისას კი საპატიო ლოჟაში ქუდი უკვე აღარ ეფარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ


უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული
