TBR Football: სლოტს ეჭვი ეპარება - მამარდაშვილის "ლივერპულში" გადასვლა გადაწყვეტილი არ არის

AutoSharing Option
ბრიტანული TBR Football-ი წერს, რომ "ვალენსიას" მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის ბოლო 5 მატჩში 12 გოლი გაუშვა და "ლივერპულის" მწვრთნელს, არნე სლოტს ეჭვი ეპარება, სჭირდება თუ არა ქართველი მომავალ სეზონში:

"ლივერპული" ალისონის შენარჩუნებას არ გამორიცხავს, რაც შესაძლოა, იმას ნიშნავს, რომ "ენფილდზე" გიორგი მამარდაშვილის მისვლა გადაიდება. ზაფხულში ის დაახლოებით 30 მილიონ ფუნტად შეიძინეს, იყო საუბრები "ბორნმუთში" იჯარით გაშვების თაობაზე, მაგრამ სეზონის ბოლომდე "ვალენსიაში" დარჩა. მეკარე "ენფილდზე" გადასვლას აპირებს, თუმცა ალისონის მერსისაიდულ კლუბში დარჩენის შემთხვევაში, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. 32 წლის ბრაზილიელი "წითლებთან"
კონტრაქტით კიდევ ორი წლითაა დაკავშირებული და მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთის კლუბები მისი სამსახურით არიან დაინტერესებული, გადაჭრით ვერავინ იტყვის, წავა თუ დარჩება.

არნე სლოტი დარწმუნებული არ არის მამარდაშვილის მიწვევის საკითხში. წყაროებმა TBR Football-ის კორესპონდენტს, გრემ ბეილის აცნობეს, რომ გიორგი "ლივერპულს" ზაფხულში უნდა შეუერთდეს, მაგრამ კლუბს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ზაფხულში საუდის არაბეთის კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ბეკერის გაშვება არ ისურვეს. საუდის არაბეთის კლუბების ალისონისადმი ინტერესი შენარჩუნებულია და თუ მან დარჩენა მოინდომა, მაშინ მამარდაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.

24 წლის ქართველი თეორიულად შეიძლება ალისონის შემდეგ მეორე ნომერი გახდეს, რომელსაც ბევრი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მიიჩნევს, მისი დუბლიორი კევინ კელეჰერი კი სხვაგან გადაბარგებას გეგმავს. ჯერ უცნობია, დათანხმდება თუ არა მამარდაშვილი ასეთ პირობებზე "ლივერპულში" გადმოსვლაზე, თუ კიდევ ერთი სეზონით იჯარით სხვა გუნდში თამაშს აირჩევს. ის საუკეთესო ფორმაში არაა, რამაც არაა გამორიცხული, სლოტის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს".

მკითხველის კომენტარები / 37 /
ჩასაფრებულები არ ვართ.პირიქით,მის თამაშებს ველოდებით და გულით და სულით ვგულშემატკივრობთ,მაგრამ ვთქვათ სიმართლე და ფაქტი დავაფიქსიროთ .უცნაური გუნდია ვალენსია.სტატისტიკას თუ გადავხედავთ,ვნახავთ,რომ მოწინააღმდეგეებს საკუთარ კარში ცოტას არტყმევინებენ,მაგრამ ამ ცოტადან ბევრ გოლს უშვებენ.ისეთი გოლები გადის ,ვერ იტყვი იოლი ასაღებიაო,მაგრამ ბევრი არც აუღებელთა კატეგორიას მიეკუთვნება.მამარდაშვილი .რომ სეივებს აკეთებს და ბურთებს იგერიებს,რომ გაუშვას კურიოზულთა კატეგორიაში ჩაჯდება.კარგმა მეკარემ კი ისეთები უნდა აიღოს ,რომელზედაც იტყვი,რომ გუნდი გადაარჩინაო.მამარდა დღეს ამას ვეღარ აკეთებს,ადრინდელისგან განსხვავებით.ჩემი დაკვირებით,ბოლო გოლებში,თითქოს პოზიციები ჰქონდა დაკარგული და ამიტომ ვერ მიწვდა ბურთებს.ნიჭი და მონაცემები უდავოდ აქვს.იმედი ვიქონიოთ,რომ ამ პერიოდს გადალახავს და წარმატების გზას დაადგება.
ამბაკო
09:38 03-03-2025
0
კიდევ ერთი საკითხია,რომ მამარდამ იჩქარა ლივერპულში ტრანსფერი,რომ არ ეჩქარა ახლა შეიძლება ბარსელონას კარში მდგარიყო - ეს ერთი!მომავალ ზაფხულს თუ არა,გაისად ზაფხულს უეჭველი,ინტერი და ბაიერნიც სანთლით მოძებნიან ტოპ მეკარეს,მანჩესტერ იუნაიტედს კარში ონანა უდგას,იუვენტუსს დი გრეგორიო,ჩელსის ხუთი ერთი დონის მეკარე ყავს და კიდევ მეკარეს ეძებს!უამრავი გრანდი გუნდი მოძებნის ტოპ-მეკარეს და მამარდას შანსი ექნებოდა სადმე პირდაპირ პირველ მეკარედ წასულიყო,თუ ვერ ივარგებდა თავის თავს დააბრალებდა!ახლა,ლივერპულში შეიძლება ისე წაუვიდეს საქმე რომ მარტო თავის თავს ვერ დააბრალებს!!!
ნუ ირთვება ვიდეოები თავისით,თუ გვინდა თვითონ ჩავრთავთ!!!!!!!!!
22:01 27-02-2025
1

სიახლეები პოპულარული