ხვიჩას მოპოვებული პენალტი - პსჟ-მა "სტად ბრიოშინი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში პსჟ-მა რანგით მეოთხე დივიზიონის „სტად ბრიოშინი“ 7:0 დაამარცხა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.

პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეოთხედ დააყენა ძირითად შემადგენლობაში. დებიუტში ხვიჩას ჩაწოდებულ კუთხურს რამუშის თავური და მეკარე ლ’ოსტისის რეაგირება მოჰყვა. შემდეგ კი ნევეშმა სტუმრები დააწინაურა. ცოტა ხანში ფაბიან რუისის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მერე რამუშმა გაიტანა და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „კვარა“ მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მცველმა ლე მარერმა წააქცია
და რამუშმა პენალტი ზუსტად შეასრულა. შემდეგ ლ’ოსტისის კარი დუემ და რამუშმა დალაშქრეს და კვარაცხელია დემბელემ შეცვალა. „პარი სენ ჟერმენმა“ მოწინააღმდეგის განადგურება გააგრძელა, რომელიც მეილიუმაც დაამწუხრა, დემბელემაც და ლუის ენრიკეს გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

მომდევნო მატჩს პსჟ 2 მარტს ჩაატარებს - ლიგა 1-ის ოცდამეოთხე ტურში „ლილს“ უმასპინძლებს.

რენი. „როაზონ პარკი“
სტად ბრიოშინი - პსჟ 0:7
გოლები: 0:1 ნევეში (16), 0:2 რამუში (36), 0:3 რამუში (49, პენ), 0:4 დუე (55), 0:5 რამუში (58), 0:6 მეილიუ (66), 0:7 დემბელე (85)

altმარცხნიდან კვარაცხელია დაიწყებს თუ ბარკოლა - მთავარი ინტერესი თასის მატჩზე

მკითხველის კომენტარები / 3 /
რამუშმა ძაან იხარბა…..
ობლაკი
02:43 27-02-2025
2
5:0 7:0 და გუნდს ორ თამაშში 12 გოლი გააქ ვს და აქედან თავდამხსმელ კვარას ანგარიშზე არც ერთი გოლი. აი ეს მაწუხებს
ბადრი
02:15 27-02-2025
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული