ლუის ენრიკე: ვცდილობთ, კვარაცხელიას თავისუფლება მივანიჭოთ და უნარების წარმოჩენის საშუალება მივცეთ

AutoSharing Option
„ლილთან“ ლიგა 1-ის 24-ე ტურის საშინაო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, პსჟ-ის მწვრთნელს, ლუის ენრიკეს კითხვა დაუსვეს, სეზონის შუ ნაწილში მათთან გადასულ ხვიჩა კვარაცხელიას როგორ შეუწყო ხელი გუნდთან ინტეგრაციაში.

„ისევე როგორც ბერალდოს გასულ წელს, მასაც ვარჯიშებისა და მატჩების რიტმების შესახებ აუცილებელი ინფორმაცია მივაწოდეთ. ამას გაითვალისწინებს. როდესაც ასეთი ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელს ვიძენთ, ვიცით როგორი ჭკვიანია და ადვილად შეუძლია სხვადასხვა სათამაშო სქემასთან ადაპტირება. მით უმეტეს, სხვების შეტევასა და დაცვაში თამაშს აკვირდება და ესმის, როგორ შეეწყოს გუნდს. ჩვენ, მწვრთნელები კი, პატივს ვცემთ მის
სათამაშო კლასს, ვცდილობთ, თავისუფლება მივანიჭოთ და უნარების შესაბამისად თავის ინდივიდუალურად წარმოჩენის საშუალებას ვაძლევთ“, - უპასუხა ლუის ენრიკემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორ მიხარია, რომ კვარას ასეთი ჭკვიანი, კეთილგანწყობილი, დეტალებზე კონცენტრირებული მწვრთნელი ეღირსა. როგორც ესპანელი, ალბათ ტემპერამენტითაც ახლოს არის ჩვენთან. რა სამწუხაროა, რომ ასეთი კარგ ადამიანს საზარელი ტრაგედიის გამოვლამ მოუწია. ვფიქრობ, ხვიჩა ბევრს ისწავლის მისგან და არა მხოლოდ საფეხბურთო თვალსაზრისით.
ქომაგი
13:06 01-03-2025
1
მიკვირს რომ ასეთ ჭკვიან მწვრთნელს ნაკლები წარმატებები აქვს თავის კარიერაში
დავით 67
09:31 01-03-2025
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული