
წყაროს ცნობით, "სქაუზერების" პირველმა მეკარემ, ალისონ ბეკერმა საუდის არაბეთში წასვლა გადაიფიქრა, რის გამოც ქართველ მეკარეს ისევ გაანათხოვრებენ.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ გუნდში ვიხილავთ მამარდაშვილს მომდევნო სეზონში, მას მერსისაიდულ კლუბთან ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, "ლივერპულმა" "მამარდა" გასულ ზაფხულს დაახლოებით 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ვალენსიადან" შეიძინა და ერთწლიანი იჯარით "ღამურების" რიგებში დატოვა.
TBR Football: სლოტს ეჭვი ეპარება - მამარდაშვილის "ლივერპულში" გადასვლა გადაწყვეტილი არ არის