"კვარა" შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მა "ლივერპულთან" მატჩამდე "ლილს" ადვილად მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 24-ე ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „ლილი“ 4:1 დაამარცხა

პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია წინა ოთხ მატჩში სასტარტოში დააყენა, ამჯერად კი 62-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 4:0 იყო. მან ბარკოლას ლამაზი პასით გაატანინა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, ხოლო დევიდმა სხვაობა შეამცირა.

პსჟ 62 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „მარსელს“ 14 ქულით უსწრებს და მომდევნო მატჩს 6 მარტს ჩაატარებს - ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „ლივერპულს“ უმასპინძლებს.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - ლილი 4:1
გოლები: 1:0 ბარკოლა
(6), 2:0 მარკინიოსი (22), 3:0 დემბელე (28), 4:0 დუე (37), 4:1 დევიდი (80)

altდღეს ხვიჩას ფეხბურთის დღეა - პსჟს გარანტირებული ჩემპიონობა და ცალი თვალი სხვაგან...

მკითხველის კომენტარები / 13 /
მათთვის, ვინც ენას ატლიკინებს.
ლიონთან დაძაბულ მატჩში კვარა საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ლილთან 4:0-ზე კვარას შესვლა შეცვლაზე ლუის ენრიკეს უხეში შეცდომა იყო. კვარა რა გამოუცდელი ახალგაზრდა მოთამაშეა ? კვარას ალბათ ეწყინებოდა და მოტივაციაც არ ექნებოდა
ქიტესა
15:41 02-03-2025
2
ვილაპარაკოთ გულახდილათ, კვარამ ჯერ ვერ გაიარა ადაპტაცია ამ ჩემპიონატში და ჯერ ვერც გუნდს შეეგუა. თვითონაც ვერ უგებს ბოლომდე პარტნიორებს და ისინიც ვერ უგებენ. აშკარად უცხოა ამ გუნდში. ბევრი უნდა მოინდომოს, უბურთოდ ბევრი იმოძრაოს, ხელსაყრელი პოზიცია იპოვოს სახიფათო მომენტის შესაქმნელად, მეტი გარისკოს და თავის თავზე აიღოს თამაში. ამის უნარები აქვს. სისწრაფრს მოუმატოს. დარწმუნებული ვარ შედეგი მოვა, მაგრამ ბევრი შრომა უნდა ჩადოს ამ ყველაფერში, თავისით არაფერი არ მოდის.
ანაგელი
11:20 02-03-2025
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული