ქოჩორაშვილის "ლევანტემ" გაიმარჯვა და ლა ლიგისკენ გაიწია

AutoSharing Option
სეგუნდა დივიზიონის 29-ე ტურში „ლევანტემ“ გასვლაზე „ელდენსე“ 2:1 დაამარცხა.

ვალენსიური გუნდი აგებდა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა როჯერ ბრუგუემ და კარლოს ესპიმ კომპენსირებულ დროში გაიტანეს და თამაში შემოატრიალეს.

სტუმართა რიგებში ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა 82-ე წუთამდე ითამაშა - შეფასებები: sofascore 7.2, flashscore 6.8.

„ლევანტემ“ ბოლო 4 მატჩიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 50 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „უესკას“ 1 ქულით ჩამორჩება და 9 მარტს „კარტახენას“ უმასპინძლებს.

ელდა. „პეპიკო ამატი“
ელდენსე - ლევანტე 1:2
გოლები: 1:0 კოლადო (44), 1:1 ბრუგუე (90+1), 1:2 ესპი (90+4)

altქოჩორაშვილის

"ლევანტემ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
მკითხველის კომენტარები / 4 /
სეგუნდას ორი გამარჯვებული პირდაპირ გადადის ლა ლიგაში,3-6 ადგილები კი,მესამე საგზურს გაითამაშებენ.7 გუნდს თითქმის ერთნაირი შანსები აქვთ და დარჩენილ თამაშებს ვინ როგორ გაივლის,იმის მიხედვით განაწილდება ადგილები.თუ ლევანტე გადავიდა,მაშინ ქოჩორას დიდი საფიქრალი გაუჩნდება,გადავიდეს თუ არა სპორტინგში.ალბათ მაინც გადავა,რადგან ევროტურნირებზე მოუწევს თამაში,თუმცა ლა ლიგა მაინც ლა ლიგაა და ჩემპიონატის დონე,უფრო მაღალია.
სოსო
17:34 03-03-2025
1
თუ გადავა ლევანტე ლალიგაში არამგონია გაყიდონ ქოჩორაშვილი და თვითონაც არ უნდა წავიდეს.გიოს სტილის ნახევარმცველები არ არის ბევრი ლა ლიგაში და თავის წარმოჩენის შემთხვევაში უკეთეს კლუბშიც გადავა.
მეზღვაური
02:14 03-03-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული