Le Parisien: ვინ იქნება "ლივერპულთან" სასტარტოში, "კვარა" თუ დუე - საკითხვი აი, ეს არის!

AutoSharing Option
„პარიზიენში“ ჟურნალისტმა ადრიენ შანტეგრელემ პსჟ-ის „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩისთვის სამზადისზე სტატია გამოაქვეყნა და პარიზული გუნდის ძირითადი შემადგენლობის გამოცნობას შეეცადა.

ავტორი წერს, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ კლუბის ბაზაზე კარგ ამინდში სრული შემადგენლობით ჩინებულ ხასიათზე ივარჯიშა, მწვრთნელს ლუის ენრიკეს საკადრო პრობლემები არ აქვს, ვისაც უნდა დააყენებს სასტარტოში, ალბათ, იმ თერთმეტეულს აირჩევს, რომელმაც ამ სეზონში ყველა დიდი დაპირისპირება დაიწყო და მხოლოდ ერთი კითხვა არსებობს - დეზირე დუე თუ ხვიჩა კვარაცხელია?

„ვინ შეუტევს თავიდანვე ბრედლი ბარკოლასთან და უსმან დემბელესთან ერთად? ის შეიძლება
დეზირე დუე იყოს, რომელმაც ბოლო რამდენიმე კვირაში თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა, არაა გამორიცხული, ესპანელმა სპეციალისტმა მას უპირატესობა ხვიჩა კვარაცხელიასთან მიანიჭოს და მარჯვენა ფლანგზე გაამწესოს. სამშაბათ დილით, დაპირისპირების წინ ბოლო ვარჯიშზე ლუის ენრიკე შეგირდებს დააკვირდება, შემდეგ კი პრესკონფერენციას ჩაატარებს“.

პსჟ-ის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ვიტინია, ნევეში, ფაბიანი, დუე, დემბელე, ბარკოლა.

ამავე გამოცემაში სტეფან ბიანკი აღნიშნავს, რომ „პარი სენ ჟერმენში“ იანვრის შუა რიცხვებში გადასულ „კვარას“ თავის გამოსაჩენად დიდი დრო არ დასჭირდა, კილიან მბაპეს მემკვიდრეობა ერგო, რაც ბევრისთვის მძიმე ტვირთი იქნებოდა, 7-ნომრიანი მაისური ბევრს ავალებს, ეს ნომერი როგორც მისთვის ასევე მრავალი ქართველისთვის კარგის ნიშანია - „პარი სენ ჟერმენში“ მე-7 კვირა, 70-მილიონიანი ტრანსფერი, 77-ე ნომერი „ნაპოლიში“, 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიმდინარე სეზონში.

alt"ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა" - "ლივერპულთან" კვარაცხელიას ვარსკვლავი ასე დაიბადა...

alt"ენრიკემ "კვარას" გამო ამ ფეხბურთელზე თქვა უარი" - ბრიტანული გამოცემა ესპანელი სპეციალისტის არჩევანზე წერს

 

altკვარაცხელიაზე "მზრუნველი" მენდეშის ანგოლური ფესვები, მამის ტრაგედია, "ადევნებული" მამაკაცი და მისაბაძი მაგალითი...



მკითხველის კომენტარები / 21 /
ხვიჩა შეცვლაზე ვერ თამაშობს. გნსაკუთრებით როცა ათი, თხუთმეტი წუთია დარჩენილი. უმჯობესია თუ შეცვლაა, ბოლოსკენ შეცვალონ, ანდა საერთოდ არ შეცვალონ, რადგან კვარას ყოველ წუთს შეუძლია განსაკუთრებულის შექმნა და თამაშის, გუნდისთვის სასიკეთოდ დასრულება.
ასეა ეს და ვისაც არ გჯერათ, გაგვატარეთ!
მალხაზ ჯობავა
17:32 04-03-2025
2
დუე მემგონი ყველაზე ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია ამ გუნდში, ასე რომ არა მარტო ბარკოლაა კვარას კონკურენტი
papai
17:18 04-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული