იყო თუ არა "ლივერპულის" ფეხბურთელი გასაძევებელი და პენალტი დასანიშნი?

AutoSharing Option
პსჟ-ის საფეხბურთო მრჩეველი (ფაქტიურად სპორტული დირექტორია) ლუის კამპუში „ლივერპულთან“ იტალიელი დავიდე მასას მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა.

კამპუშის აზრით, 25-ე წუთზე იბრაჰიმა კონატემ ბრედლი ბარკოლა საჯარიმოში წააქცია, რის გამოც ინგლისური გუნდის მცველი წითელ ბარათს იმსახურებდა და პენალტი უნდა დანიშნულიყო. შესვენებაზე სტადიონის გვირაბში ეს ეპიზოდი კამპუშმა არბიტრთან ხმამაღლა გააპროტესტა. კამერებმა დააფიქსირეს, რომ მას "ლივერპულის" კაპიტანმა ვირგილ ვან დეიკმა უპასუხა: "ბრო, ეს ლიგა 1 არ არის".

მომენტზე კომენტარი ყოფილმა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ბრუნო დერიენმა გააკეთა: „კონატემ ბარკოლას უკნიდან ხელი ჰკრა და უნდა დასჯილიყო. ეს წითელი
ბარათია. აქ საკამათოც არაფერია. ისინი გვერდიგვერდ არ იყვნენ, თავდამსხმელი მთელი სისწრაფით წინ გაიჭრა, მეტოქემ წააქცია და აშკარა საგოლე იერიში შეაჩერა. დასაზუსტებელი მხოლოდ თერთმეტმეტრიანის საკითხი იყო - კონატემ ბარკოლა საჯარიმოში წააქცია თუ მის ფარგლებს გარეთ. ეს VAR-ს უნდა გაერკვია. წესების ასეთივე დარღვევისთვის მსაჯმა „ბენფიკასა“ და „ბარსელონას“ შეხვედრაში სწორი რეაგირება მოახდინა“.

შეგახსენებთ, ამავე დაპირისპირებაში ხვიჩა კვარაცხელიას გოლი თამაშგარეს გამო გააუქმეს.

altკაპელო: კვარაცხელია ისეთი იყო, როგორც "ნაპოლიში" პირველ სეზონში

altსიომინი: ხვიჩაზე სასაცილო თამაშგარე იყო - ვერ გავიგე, რატომ შეცვალა ლუის ენრიკემ

alt"ეს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ძარცვა იყო" - კარაგერი პსჟ-სა და "ლივერპულის" მატჩზე

altხვიჩამ ამ ორ საკითხზე დაგვაფიქრა... რა აკლდა პსჟს და რა იკითხებოდა მეორე მხარეს

alt"ბითლზის" სიმღერა "HELP" ხვიჩას "ლივერპულთან" პერფორმანსს ეძღვნება" - ფრანგული SOFOOT-ი საინტერესო შეფასებას აკეთებს

alt"წარმოუდგენელია, რომ ასეთი თამაშგარე დააფიქსირეს, სირცხვილია!" - დელ პიერო კვარაცხელიას გატანილ გოლზე

alt"ფრეს შემთხვევაშიც გაგვიმართლებდა" - არნე სლოტი პსჟ-სთან მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 9 /
ყველას ჩვენ ჩვენი აზრი გაგვაჩნია, ჩეფერინმა და უეფამ ეს ფორმატი სუპერლიგის შიშის გამო შექმნეს, ბოლო 10 წელიწადში რეალმა 6-ჯერ აიღო ლიგა და უეფას ეს სერიოზულად აწუხებდა იმ მოტივით რომ ტურნირი ერთფეროვანი ხდებოდა, ბევრმა ცნობილმა ჟურნალისტმაც ხი იხუმრა უეფამ რეალის გამო შემოიღო ახალი ფორმატიო, წელს ძალიან ცუდად დაიწყო რეალმა, მაგრამ პლეიოფში ყველამ იცის რას წარმოადგენს ეს გუნდი და ნებისმიერ ფეხბურთის მცოდნეს რომ ჰკითხო ერთადერთი გუნდი ვინც შეიძლება რეალი გამოთიდოს ეს ლივერპულია(თავისი წლევანდელი თამაშით) თან პლიუს მაგას ერთ კალათაში მოხვდნენ თუ მოახვედრეს(იანვარში დავწერე პოსტი რომ ლივერპულს რეალთან მოახვედრებენ თქო და პლეი ოფში სიტის შეახვედრებენ თქო) ზუსტად ამიტომაც ლივერპული გადაარჩინეს პსჟ-თან მსაჯებმა, წითელი ბარათი და პენალტი და პსჟ მაგ თამაშს დიდი ანგარიშით მოიგებდა, ათიდან ათი მსაჯი იტყვის რომ ბოლო იმედის ჯარიმა იყოო.
მამუკა
16:46 07-03-2025
2
საჯარიმოში კვარაც დაფარული მუჯლუგუნით წააქცია მცველმა ! ეგ კი არადა , ვარმა ხომ არ გააყალბა აფსაიდის ის კადრი ფიქსაცია , უფრო ადრინდელი დადო ფაქტად და არა დარტყმის მომენტის ?! პასის მიწოდების დარტყმის მომენტი და ფიქსაციის კადრი ჩაჩოჩებული მეჩვენება, ანუ დარტყმის დროს არც ის ქუსლი არ ქონდა კვარას დამცველზე წინ !
ალექს
12:42 07-03-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული