ლუის ენრიკე: მოგატყუეთ - "კვარა" სულ უფრო და უფრო უკეთ თამაშობს

AutoSharing Option
„რენთან“ მატჩის წინ ფრანგული მედია წერდა, რომ პსჟ-ს მწვრთნელი ლუის ენრიკე პრესკონფერენციაზე იმისათვის მივიდა, რათა არაფერი კონკრეტული არ ელაპარაკა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ის აშკარად კმაყოფილი იყო, თავის ფეხბურთელებს კარგად თამაში მიულოცა და ჟურნალისტების კითხვებზე ხალისიანად უპასუხა.

- ადრე თქვით, რომ „ლივერპულთან“ შეხვედრაზე არ ფიქრობდით. ახლა ამ დაპირისპირებაზე ხართ  კონცენტრირებული?
- მოგატყუეთ. რა თქმა უნდა, კენჭისყრიდან მოყოლებული მუდამ ამაზე ვფიქრობ. ჩემი გუნდის დამოძღვრა სასიამოვნოა, მინდა ფეხბურთელების მენტალიტეტი აღვნიშნო - ვინც ითამაშა და ვინც სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

- როგორ შეაფასებდით ხვიჩა კვარაცხელიას
პროგრესს? ისევ კარგად ითამაშა?

- მე ჩემს ფეხბურთელებზე ინდივიდუალურად საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ყველას ხარისხს მაინც ხაზს ვუსვამ. „კვარას“ თქვენ „ნაპოლიდან“ და შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებიდან იცნობთ. ის დიდი პოტენციალის მქონეა. სულ უფრო და უფრო უკეთ თამაშობს და უკეთაა გუნდში ინტეგრირებული. ეს ძალიან სასიამოვნოა.

- „ლივერპულთან“ შეხვედრის წინ როგორ ხასიათზე ხართ?
- ამ გადამწყვეტი თამაშის წინ სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელების მზადყოფნა დეტალურად უნდა შევაფასოთ. ჩვენი ამოცანა ბალანსის მიღწევა და მათთვის სათამაშო დროის სწორად განაწილება იყო. საუკეთესო ფორმაში ვიმყოფებით, დასაკარგი არაფერი გვაქვს და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად თავს არ დავზოგავთ.

- მომავალ მატჩს თავდაჯერებული ხვდებით?
- იმაზე საშიში გუნდი ვართ, ვიდრე გასულ წელს. ფეხბურთი ჯადოსნური რამაა, იმარჯვებს არა ის, რომელსაც უკეთესი ბიუჯეტი აქვს. წაგების მერე დამწუხრებული ვიყავით, მაგრამ დავმშვიდდით. კარგი მატჩი ჩავატარეთ „რენთან“, რომელიც ურიგოდ არ გამოიყურებოდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ეს „ლივერპულთან“ მეტ იმედს გვისახავს.

- დემბელეს იმედი ყოველთვის გქონდათ?
- შესაძლოა, უსმანი თავად არ ელოდა, თუ ასე კარგად ითამაშებდა. ძალიან თავდაჯერებულია. პარტნიორები მოედანზე ეძებდნენ. ჰაკიმიმ ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა და ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო. ის უდავოდ გადამწყვეტია.

altროგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ის ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?

altხვიჩა, რომელიც განსხვავებას ქმნის - პსჟ-მა "რენს" დამაჯერებლად მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ნუ ვითხოვთ მწვრთნელისგან ქებას! გუნდში ისედაც ახალია, ქება გამოწვევს იმას რაც ნაპოლიში ხდებოდა_არ მისცემენ პასებს! ეს როგორ არ გესმით კონკურენციაა! თქვა ენრიკემ გუნდის წარმატებისთვის ასეა საჭირო. ბაღი ხო არაა ისედაც ჩანს რომ კვარა მაგარია! აგერ აქ შურთ ვაიქართველებს და იქ კიდევ რა საჭიროა შურის გამოწვევა გუნდში. გავიხაროთ კვარათი და ვისაც დანახვა შეუძლია ხედავს ისედაც კვარა❤
ხალხოო
11:23 09-03-2025
4
ლუი მართლა ნუ შეუბერე! რაც კვარამ საგოლე პასები გასცა და რაც დემბელემ ჰაერში უშვა ბუშტები /ბურთები/ მაგი კვარას ბრალი იყო? ან რამდენჯერ არ მისცეს კვარას საგოლე პასი? სიმართლე თუ გინდა, შენს გუნდში საუკეთესო იყო, კ ვ ა რ ა !!!
მალხაზ ჯობავა
10:19 09-03-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული