
„ვიცით, რთული შეხვედრა გველის, მაგრამ ძალიან კარგად მოვემზადეთ და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვართ. მძიმე დაპირისპირება გველის, ყველაფრისთვის მოვემზადეთ, მოედანზე გასვლისას არა სტადიონის ატმოსფეროზე, არამედ მხოლოდ თამაშზე ვფიქრობთ. სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.
პირველ მატჩში ვდომინირებდით, რაც ადვილი არ არის. ამჯერად მომენტები უნდა გამოვიყენოთ. შანსები თანაბ
არია. ყველაფერი შესაძლებელია. ადაპტაცია ადვილად გავიარე, ამაში პარტნიორები დამეხმარენ. კიდევ უფრო მეტი შემიძლია, პროგრესისთვის ბევრს ვმუშაობ და მნიშვნელობა არ აქვს, მწვრთნელი რომელ პოზიციაზე დამაყენებს, მთავარია გუნდისთვის სასარგებლო ვიყო. ფეხბურთის თამაში მიყვარს, ვცდილობ ლამაზი დრიბლინგი გამომივიდეს, თუმცა უპირველესი გუნდია.
პირველ მატჩში ვდომინირებდით, რაც ადვილი არ არის. ამჯერად მომენტები უნდა გამოვიყენოთ. შანსები თანაბ
ძლიერი მენტალიტეტი გვაქვს, მოედანზე მოსაგებად გავალთ და ვნახოთ, ვინ გამოვა გამარჯვებული“.