„ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებზე პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უპასუხა:
„ხვალ სულ სხვა სიტუაციაში მოგვიწევს თამაში. უფრო თანაბარი შეხვედრა იქნება, მაგრამ მთავარია კონტროლი არ დავკარგოთ, ერთად დავიცვათ თავი და შევუტიოთ.
ხუთშაბათს ჩვეულებრივი ვარჯიში ჩავატარეთ, გასული მატჩი გავაანალიზეთ, არავითარი სიახლე არ გვაქვს, მიზანი მხოლოდ ერთია - მოედანზე მოსაგებად გავიდეთ. ვიცით, რას ვაკეთებთ კარგად და რა გვაქვს გასაუმჯობესებელი. ჩვენი უპირატესობა ბურთის ფლობაა და თუ ამას ვახერხებთ, შედეგს უფრო ვაღწევთ. ფეხბურთელებმა იციან, აქ როგორ ითამაშონ, ეს დიდი
მოტივაციაა. მთავარი ამოცანა კარგად თამაშია. ემოციების მართვა უნდა შევძლოთ.
რატომ უჭირთ ფრანგულ გუნდებს „ენფილდზე“ თამაში? „ტრადიციის“ დასარღვევად ყველაფერს გავაკეთებთ. აქ ასპარეზობა გამოცდილი ფეხბურთელებისთვისაც რთულია. არ არის აუცილებელი ამისათვის 105%-ით იყო მზად, ვინაიდან შეიძლება „გადაიწვა“, თუმცა 100%-ით მზადყოფნაც ძნელია. ფეხბურთელების მიმართ ჩემი დავალება მარტივია: ვიყოთ მეტოქეზე უკეთესი. რა თქმა უნდა, სტუმრად თამაში უფრო რთულია, მაგრამ ეს ასევე საინტერესოა.
ფეხბურთელებთან ნამატჩევს საუბარი რატომ არ მიყვარს და რატომ ველაპარაკე „ლივერპულთან“ შეხვედრის შემდეგ? მიიჩნევენ, რომ ეს საჭიროა. ისინი გავამხნევე, რადგან აუცილებელი იყო. გამონაკლისი გავაკეთე და იმედი მაქვს, ეს აღარ განმეორდება. მოსაგებად ჩამოვედით და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“.