ხვიჩას ცრემლების არ სჯერა - სალაჰმა ნამატჩევს იტირა
AutoSharing Option
პსჟ-სთან საკუთარ მოედანზე დამარცხებისა და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, „ლივერპულის“ ვარსკვლავი მოჰამედ სალაჰი ძალიან დამწუხრებული იყო და იტირა კიდეც.
სალაჰი 27 გოლით პრემიერლიგის ბომბარდირია, მაგრამ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩებში საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. დღევანდელ შეხვედრაში მის მიერ დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიტანა.
ინგლისში, ლივერპული მიყვარს და სწორედ სალაჰის გამო.საოცარი გუნდია და კიდევ უფრო საოცარი ფეხბურთელი.რა თქმა უნდა ვუთანაგრძნობ,მაგრამ სწორედ ხვიჩამ არ დაანება,მატჩის გმირად გახდომა და ლივერპულის მეოთხედფინალში გაყვანა.ბოდიში ფარაონო,მაგრამ როცა ჩვენი თამაშობს,ყოველთვის მის მხარეზე ვარ და ვიქნები!შენ კი,სხვა თამაშებში,ყველასთან და ყოველთვის გისურვებ დიდ წარმატებებს,დავტკბები შენი დიდებული თამაშით და გოლებით.
დიდმა დინამომ,1979 წელს,ლივერპულის დამარცხებით დაიწყო დიდ ორბიტაზე გასვლა,1981 წელს,თასების თასზე გამარჯვებით რომ დაგვირგვინდა.იქნებ ეს გამარჯვება,ხვიჩას და პსჟს დიდი გამარჯვებების დასაწყისის დასაწყისი გახდეს!