
ESPN-ის ცნობით, საფრანგეთის ნაკრების 25 წლის ცენტრალური მცველი იბრაჰიმა კონატე შეიძლება პსჟ-ში გადავიდეს.
პარიზში დაბადებულ კონატეს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გახანგრძლივება შესთავაზეს, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, არ დათანხმდება, ვინაიდან კარიერის "პარი სენ ჟერმენში" გაგრძელება სურს.
ამ სეზონში კონატემ ყველა ტურნირზე 33 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 50 მილიონი ევროა.
ასე რომ, არაა გამორიცხული, მალე მან ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ითამაშოს.
"ლივერპულის" დატოვებას აგრეთვე ვირგილ ვან დეიკი აპირებს, რომელიც ზაფხულში
თავისუფალი აგენტი გახდება. 33 წლის ნიდერლანდელს საუდის არაბეთის "ალ ჰილალი" ეპატიჟება და სეზონურ გასამრჯელოდ 20 მილიონ ევროს სთავაზობს.
ანუ, ვიღაც(ეებ)ისგან, შეიძლება საერთოდ წაკითხვის გარეშე კეთდება უარყოფითი შეფასება .
ჰოდა, "რა ვი აბა" ? :)
------------
პ.ს. ამ სტატიას - პრაქტიკულად მხოლოდ უწყინარ ინფორმაციას შესაძლო ტრანსფერზე, (უკვე!) უარყოფითი შეფასება რატომ უნდა ჰქონდეს ?! :(