"მანჩესტერში მოსაგებად წავალთ" - მიქაუტაძემ "სტიაუასთან" მატჩის შემდეგ ისაუბრა

AutoSharing Option
ევროპალიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში "ლიონმა" "სტიაუა" 4:0 დაამარცხა, აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძემ 2 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის შესრულება მოახერხა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა შეხვედრის შემდეგ Canal+სთან ისაუბრა.

"მატჩის წინაც ვთქვი, რომ მოედანზე მოსაგებად გავდიოდით, ასეც მოვიქეცით და საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ, როდესაც მოსაგებად გავდივართ,, ყოველთვის ბევრი გოლი გაგვაქვს და მეტოქეზე ბევრად უკეთ გამოვიყურებით. ყველანი ერთად ვიცავდით და ყველანი ერთად ვუტევდით.

სასიამოვნოა, როცა თანაგუნდელებს პასებს აძლევ, ისინი კი გოლებს იტანენ. ბედნიერი ვარ, კლუბის, ქომაგების და რა თქმა უნდა, საკუთარი თამაშის გამო.
ჩვენ "ლიონს" წარმოვადგენთ, რომელიც ყოველ წელს ევროტურნირებზე ასპარეზობს.

მთავარია ასე გავაგრძელოთ, რადგან გულშემატკივრები მუდამ ჩვენს გვერდით არიან და გამარჯვებებს იმსახურებენ. რაც შეეხება მომდევნო მეტოქეს, მანჩესტერში მოსაგებად წავალთ", - განაცხადა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, ევროპალიგის მეოთხედფინალში "ლიონისა" და "იუნაიტედის" პირველი დაპირისპირება საფრანგეთში, 10 აპრილს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი 17 აპრილს, ინგლისში შედგება.

altევროპა ლიგა. 1/8-ფინალი: მიქაუტაძის დუბლი და ორი საგოლე გადაცემა - "ლიონი" მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
მგონი უნდა მოიჭიმოს მანჩესტერიც!
შაკო
20:00 14-03-2025
1
ჟორჟი შესანიშნავი იყო გუშინ!!! 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ბევრის მთქმელია!!!
tngh
17:59 14-03-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული