2025 Ballon d’Or. გენიალური "კვარადონა" "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა ათეულშია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ ორივე მატჩის შესანიშნავად ჩატარების შედეგად, პსჟ-ის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ კანდიდატებს შორის მიმდინარე სეზონში პირველად დასახელდა და თანაც ათეულში მოხვდა, - ამის შესახებ msn იტყობინება.

„პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პრემიერლიგის ლიდერ „ლივერპულთან“ სახლში და სტუმრად იმდენად მაღალ დონეზე იასპარეზა, რომ ისტორია დაწერა.

მოცემულ მომენტში, როდესაც პრიზის მოგებისთვის ბრძოლაში კანდიდატებზე ვსაუბრობთ, „კვარადონა“ ლიდერებს შორის არ არის, მაგრამ თუ "პარი სენ ჟერმენი" ტურნირზე წარმატებულ გზას განაგრძობს, დიდი ალბათობით, სიტუაცია შეიცვლება. ამ სიაში შეყვანას პარიზული გუნდის ნახევარდაცვის დიდებული ტრიოდან
(ვიტინია, ჟოაო ნევეში და ფაბიან რუისი) ნებისმიერი დაიმსახურებს.

თუმცა, კვარაცხელია, შესაძლოა, ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე შთამბეჭდავი და უნიკალური შემტევია და შეუძლებელია გულგრილი დაგტოვოთ ბოლო შეხვედრებში ქართველის თამაშმა, როდესაც ინდივიდუალურად გენიალურად მოქმედებს და გამარჯვების მომტან მომენტებს ქმნის“.

2025 Ballon d’Or-ის რეიტინგის პირველი ათეული

1. რაფინია (ბარსელონა)
2. კილიან მბაპე (რეალი)
3. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
4. ჰარი კეინი (ბაიერნი)
5. უსმან დემბელე (პსჟ)
6. ვინისიუსი (რეალი)
7. ლამინ იამალი (ბარსელონა)
8. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
9. პედრი (ბარსელონა)
10. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

alt"როცა პსჟ-ში გადავიდა, "კვარას" ეს ვუთხარი... მოედანს მიღმა საოცარი ადამიანია" - ვიქტორ ოსიმენი

მკითხველის კომენტარები / 17 /
აი დადებით კომენტარებზე, ვინც დისლაიქებს წერთ, რამდენად ცუდი და ბოღმიანი ადამიანები ხართ მაგას ვერც ხვდებით, მაგრამ ჩანს ეს სხვის თვალში.
გეგი
17:41 15-03-2025
3
კვარას შეუძლია ბევრად წინ გადაინაცვლოს, თუ იგივეს გააკეთებს რასაც დანარჩენი 9 აკეთებს და ეს არის ცოტა მეტი სისწრაფე და კიდევ უფრო მეტი ინტენსივობა. ამით განსხვავდებიან დანარჩენი 9 კვარასგან და იმედი მაქვს მომავალი გათამაშებისთვის კვარა ამ კომპონენტებშიც უკეთეს შედეგს აჩვენებს!
ჩვენი "კვარა" დაფრინავს, ჩვენი "კვარა" არ დადის!
12:56 15-03-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული