"როცა პსჟ-ში გადავიდა, "კვარას" ეს ვუთხარი... მოედანს მიღმა საოცარი ადამიანია" - ვიქტორ ოსიმენი

AutoSharing Option
"ნაპოლიდან" "გალათასარაიში" განათხოვრებულმა ვიქტორ ოსიმენმა, ჯონ ობი მიკელთან პოდკასტში ყოფილი თანაგუნდელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ნიგერიელის თქმით, ქართველი შემტევი დიდ გუნდში გადასვლას იმსახურებდა.

"ხვიჩასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, მოედანს მიღმა საოცარი ადამიანია. მოედანზე კი, ყველამ ვიცით რისი გაკეთებაც შეუძლია. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან დიდ ნაბიჯს გადადგამდა და ეს აუცილებლად მოხდებოდა.

როცა "კვარა" პსჟ-ში გადავიდა, ვუთხარი: შენ ეს დაიმსახურე, ახლა კი წადი პარიზში და სიამოვნება მიიღე. ვიცი, რომ იქ გასაოცარ რაღაცებს გააკეთებ". ხვიჩას შეუძლია უმაღლესი მწვერვალები დაიპყროს", - განაცხადა ოსიმენმა მიკელთან
ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა 2022/2023 წლების სეზონში "ნაპოლის" ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.

მიუხედავად იმისა, რომ "გალათასარაის" ნიგერიელი ფორვარდის გამოსყიდვის უფლება არ აქვს, დიდი ალბათობით, ოსიმენი "ნაპოლიში" არ დაბრუნდება და კარიერას სხვა კლუბში სრულფასოვანი ტრანსფერით გააგრძელებს.

alt"ლივერპულის" მცველმა შეიძლება კვარაცხელიასთან ერთად ითამაშოს

altერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..

altსიომინი: კვარაცხელია ბრწყინვალეა - პსჟ-ის შემდეგ ეტაპზე გასვლა კანონზომიერია
 

მკითხველის კომენტარები / 10 /
ბროკოლა კარგი ბიჭია მომწონს, მაგრამ ლივერთან ვერცერთი თამაში ისე ვერ ითამაშა როგორც მოველოდი. ამიტო კვარა თავის ადგილზე ოსიმა ცენტრში და დემბელე მარჯვნივ იქნებოდა პსჟ მართლაც დამანგრეველი ყცელა გუნდთან ლიგაზე, ლიგა 1 მხედველობაშიც არ მაქვს ისეთი უპირატესობით არინ ყველსთვის მიოწვდომელნი.
G.LA
19:07 14-03-2025
4
წარმოიდგინეთ, აქეთ ხვიჩა, იქეთ დემბელე და შუაში ოსიმენი! აუ, რა თავდასხმა იქნებოდა. შეჭამდნენ ძვლიანად რეალსაც და ბარსასაც!!!
რაის ბარკოლა///
16:54 14-03-2025
8

სიახლეები პოპულარული