FICHAJES: მიქაუტაძის შემდეგი გაჩერება პრემიერლიგაა - ქართველით ლონდონური კლუბია დაინტერესებული

AutoSharing Option
FICHAJES-ის ცნობით, გიორგი მიქაუტაძით, რომელმაც მიმდინარე სეზონში „ლიონში“ 36 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, „ვესტ ჰემი“ დაინტერესდა და მზადაა დაახლოებით 35 მილიონ ევროდ შეიძინოს.

აღნიშნულია, რომ 24 წლის მიქაუტაძემ თავი უნივერსალურ ფეხბურთელად წარმოაჩინა, მოედანზე თავისუფლად მანევრირებს, პარტნიორებს ეხმარება, პრემიერლიგის კარს მიუკაკუნა და ლონდონური გუნდის გაძლიერება შეუძლია:

„ლიონში“ იციან მათი ფორვარდის ინტერესის შესახებ, მაგრამ იმაზე იაფად ვერ შეელევიან, რამდენის მიღებასაც იმედოვნებენ. 35 მილიონით ფრანგული კლუბი სხვა პოზიციების გაძლიერებას შეძლებდა, მაგრამ ხელმძღვანელობა ბაზრის წინასწარი შესწვლის გარეშე გადაწყვეტილებას არ
მიიღებს. თავად ქართველი სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებაზეა კონცენტრირებული.
.
„ვესტ ჰემი“ ერთადერთი კლუბი არ არის, რომელიც ყურადღებით აკვირდება გიორგის, თუმცა როგორც ჩანს, ყველაზე დიდ ინტერესს იჩენს. თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, არაა გამორიცხული პრემიერლიგა მისი დანიშნულების მომავალი ადგილი გახდეს. ტრანსფერი ზაფხულში შეიძლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახდეს, სადაც საბოლოო სიტყვა მაინც „ლიონმა“ უნდა თქვას“.

alt"მანჩესტერში მოსაგებად წავალთ" - მიქაუტაძემ "სტიაუასთან" მატჩის შემდეგ ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თუ წავა, გრანდში უნდა წავიდეს, სისტემატურად რომ თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე და იქაც ამბიციები აქვს. აღარც პატარა ბიჭია უკვე და თან იმსახურებს ამას!
Irakli
10:51 15-03-2025
0
გიო-ჟორჟზე რომ საკმაო მოთხოვნაა და მით უმეტეს ინგლისიდან, ეს ძალიან სასიამოვნოა, რადგან მისი კლასი პრემიერ-ლიგის დონეს აკმაყოფილებს. თუმცა, ერთი რამ გასათვალისწინებელია - მას აქვს ენის პრობლემა (ინგლისური არ იცის) და ამიტომ ინტეგრაცია გაუჭირდება, რისი მაგალითიც "აიაქსში" უკვე გვქონდა (მანდ სხვა ფაქტორებიც იყო). სწორედ ამიტომ, მე ვთვლი რომ არ უნდა იჩქაროს წასვლა. მით უმეტეს, თუ "ლიონი" ლიგაზე გავა, სჯობს ერთი სეზონი დარჩეს და გააგრძელოს გოლების გატანა. ასე უფრო გაიზრდება მასზე მოთხოვნა და მერე გაცილებით უკეთესი კლუბები დაიწყებენ მასზე ნადირობას, ვიდრე ეს "ვესტ ჰემია"
სიმართლე
09:54 15-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული