იქნება "კვარა" "მარსელთან" სასტარტოში? - ფრანგული მედია უფრო ადგილობრივ ფეხბურთელებს "ლობირებს"

AutoSharing Option
ჯერ უცნობია, პსჟ-ის მწვრთნელი ლუის ენრიკე „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგაზე მძიმე მატჩის შემდეგ, ხვალ „მარსელთან“ შეხვედრაში თავის რომელ ფეხბურთელებს მისცემს დასვენების საშუალებას და ვის დააყენებს ძირითად შემადგენლობაში.

Le Parisien-ის ვარაუდით, რადგან მარკინიოსს ბარძაყის მცირე ტრავმა აქვს, სასტარტოში ბერალდო იქნება,  სათადარიგოებში კი მენდეში, ნევეში და კვარაცხელია. გამოცემის მტკიცებით, ხვიჩას ნაცვლად ესპანელი სპეციალისტი თამაშს დუეს დააწყებინებს, რაც უფრო „პარიზიენის“ სურვილს ჰგავს, ვინაიდან ხშირად ფრანგული გამოცემები, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ადგილობრივ ფეხბურთელებს "ლობირებენ". თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

მაგალითად, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა
შორის უსმან დემბელე მეხუთე პოზიციაზეა, „კვარა“ კი მეათეზე. „ეკიპმა“ მკითხველს აცნობა, რომ დემბელეს პრიზის მოგების შანსი აქვს, პირველი რვა კანდიდატის სია გამოაქვეყნა, ხოლო ქართველი საერთოდ არ მოიხსენია.

პსჟ-ის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა (პარიზიენის ვერსია): დონარუმა, ჰაკიმი, ბერალდო, პაჩო, ერნანდესი, ზაირ-ემერი, ვიტინია, ფაბიანი, დუე, ბარკოლა, დემბელე.

altლუის ენრიკე: "ენფილდზე" ვიმხიარულე - ნებისმიერ მეტოქესთან, ნებისმიერ სტადიონზე კარგად თამაში შეგვიძლია

altკარგ ხასიათზე მყოფსა და გადაღლილ პსჟს "კლასიკი" ელის

მკითხველის კომენტარები / 7 /
ფრაბგს კვარა უფრო ჰგავს ვიდრე დემბელე
2
არც კვარა, არც დემბელე, არც დონარუმა - გავლენ იოლას, რამენაირად ახლა.. უნდა დაამტკიცონ, რომ სხვა სასტავსაც ძალუძს სასწაულები მოედანზე..
არც არც ჰაკიმი - დაისვენოს მაგანაც
მომხსენებელი
03:10 16-03-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული