რა უნდა მიქაუტაძეს სკამზე? - ქართველმა "ლიონს" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 26-ე ტურში „ლიონმა“ სახლში „ჰავრი“ 4:2 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც „სტიაუასთან“ ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში დუბლი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ 77-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, რის შემდეგაც ქართველის პასით ასევე შეცვლაზე შესულმა მალიკ ფოფანამ ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში კი მიქაუტაძემ გაიტანა, ბოლოს ტიაგო ალმადასაც გაატანინა და "ოლიმპიკმა" გაიმარჯვა.

ქართველმა ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: sofascore 9.4, flashscore 8.7, whoscored 8.6. გიორგის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 36
მატჩში 13 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

„ლიონი“ 45 ქულით მე-5 ადგილზეა და 28 მარტს „სტრასბურგს“ ესტუმრება.

ლიონი. „გრუპამა სტადიუმი“
ლიონი - ჰავრი 4:2

გოლები: 1:0 ლაკაზეტი (22, პენ), 1:1 ტურე (31, პენ), 1:2 კაზიმირი (45+1), 2:2 ფოფანა (78), 3:2 მიქაუტაძე (82), 4:2 ალმადა (90+6)

altFICHAJES: მიქაუტაძის შემდეგი გაჩერება პრემიერლიგაა - ქართველით ლონდონური კლუბია დაინტერესებული

მკითხველის კომენტარები / 23 /
უკვე დაღლილი მცველების წინააღმდეგ, დასვენებული,სწრაფი,ტექნიკური თავდამსხმელები გამოიყვანა,მიქაუტაძე და ფოფანა.ლაგაზეტიც მოედანზე დატოვეს და ჰავრმა ვეღარ გაუძლო.ლაგაზეტიც მხოლოდ მაშინ შეცვალეს,როცა ლიონი ანგარიშში დაწინაურდა.ფიზიკურად მძლავრ მცველებთან ბრძოლაში,ლაგაზეტსაც უჭირდა და ჟორჟი ,ფოფანასთან ერთად თავიდანვე რომ დაეყენებინათ,დაჩეჩქვავდნენ,დაღლიდნენ და შესაძლოა ვერც ვერაფერი გეკეთებინათ.ტაქტიკაც სწორედ ეს არის,იცოდე ვინ, როდის და როგორ გამოიყენო,საქმისათვის საუკეთესო შედეგით.ბრავო მწვრთნელს!
სოსო
13:50 17-03-2025
0
ჟორჟს კვარაზე მაღალი შეფასებები აქვს ანალიტიკური შეფასებების.
ანალიტიკოსი
11:09 17-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული