ხვიჩას 80 წუთი - პსჟ-მა "მარსელს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 26-ე ტურში პსჟ-მა უახლოესი მდევარი „მარსელი“ სახლში 3:1 დაამარცხა და უპირატესობა 19 ქულამდე გაზარდა.

„პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლივერპულთან“ მატჩისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა, კვარაცხელია კი ისევ სასტარტოში დააყენა. მე-17 წუთზე კვარაცხელიამ ცენტრში ბურთი თავით ფაბიანს დაუგდო, რომელმაც დემბელეს პასი გაუკეთა და მან მასპინძლები დააწინაურა. აქედან მოყოლებული სტუმრებმა შეუტიეს, მაგრამ ვერ იხეირეს. სამაგიეროდ პარიზელებმა იხეირეს, როდესაც ფაბიანის გარღვევის შედეგად რულის კარი მენდეშმა დალაშქრა.

შესვენების შემდეგ გუირიმ ანგარიში შეამცირა. პსჟ-მა შეტევებით უპასუხა, დემბელეს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა,
ზაირ-ემერის გატანა რულიმ არ დაანება, ხოლო ჰაკიმის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ლიროლამ ჩაჭრა. „კვარა“ მე-80 წუთზე შეცვალეს, ანგარიში კი არ შეიცვალა.

პსჟ 68 ქულით ლიდერია და 29 მარტს „სენტ-ეტიენს“ ესტუმრება.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - მარსელი 3:1
გოლები: 1:0 დემბელე (17), 2:0 მენდეში (42), 2:1 გუირი (51), 3:1 ლიროლა (76, საკ. კარში)

altბოლო მატჩი სანაკრებო პაუზამდე და პსჟს მწვრთნელის დილემა - დღეს სამივე ქართველია...

მკითხველის კომენტარები / 3 /
ცუდი სტატისტიკა აქვს კვარას. პასს არ აძლევენო ვერ ვიტყვით
თელავი
12:23 17-03-2025
4
ლივერპულში ომის შემდეგ,ლივერპულიც და პსჟც ფსიქოლოგიურად გადაღლილები ჩანდნენ და პსჟმ,მაინც თუ შესძლო გამარჯვების მოპოვება,ლივერპული სულაც დამარცხდა,ნიუკასლთან.
სოსო
11:04 17-03-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული