
იმის გამო, რომ პსჟ-ს 9 და 15 აპრილს „ასტონ ვილასთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები აქვს ჩასატარებელი, 13 აპრილს დანიშნული საფრანგეთის ჩემპიონატზე "ნანტთან" შეხვედრის გადატანის თხოვნით მიმართა ლიგა 1-ს.
"ნანტი" წინააღმდეგი წავიდა, მაგრამ ლიგა 1-მა "პარი სენ ჟერმენის" თხოვნა დააკმაყოფილა და დაპირისპირება 22 აპრილისთვის გადაიტანა.
"ნანტის" "რენთან" თამაში 18 აპრილს გაიმართება, "ტულუზასთან" შეხვედრა კი სავარაუდოდ - 27 აპრილს.