არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"

AutoSharing Option
"ულსან ჰიუნდაის" 27 წლის შემტევი გიორგი არაბიძე, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ზე", ლაშა დვალიშვილის გადაცემა "ჩემპიონებს" სტუმრობდა და საინტერესო თემებზე ისაუბრა:

"შეიძლებოდა უფრო დიდი ფეხბურთი მეთამაშა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული. ამის ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობდა.

ყველაზე დიდი პრობლემა ტრავმები იყო. ზოგადად, ტრავმიანი არ ვარ, მაგრამ ორი დიდხნიანი დაზიანება მქონდა, ამას მამის გარდაცვალებაც დაემატა. უფრო მენტალური პრობლემები არსებობდა, ვიდრე ფიზიკური.

ამის შემდეგ საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, ხალისი ისევ მქონოდა. ოჯახის, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების დახმარებით დაახლოებით 2.5 წელიწადში შევძელი, დავბრუნებულიყავი ისეთივე და
უკეთესიც, ვიდრე მანამდე.

ჩემ კარიერაში მამაჩემის როლი დიდი იყო. არა მხოლოდ მშობელი, არამედ უახლოესი მეგობარიც დავკარგე. ამის შემდეგ პორტუგალიაში წავედი... უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი, ამის გადალახვას კი დრო სჭირდებოდა.

როცა სპორტსმენი ფსიქოლოგიურად მზად არაა და სხვა პრობლემებზე ფიქრობს, ვერ ვითარდება და წინ ვერ მიდის. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ სხვა ადამიანი გავხდი, მეტი პასუხისმგებლობა ავიღე როგორც ოჯახის, ასევე უახლოესი ადამიანების მიმართ. ამის გადალახვის შემდეგ განვლილ პერიოდს სხვანაირად შევხედე...

როცა მითხრეს, რომ ფეხბურთს 8 თვე ვერ ვითამაშებდი, ეს დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო... ტრავმამ შიშები დამიტოვა...

"ტორპედოში" კარგი პერიოდი მქონდა, მადლობა გია ცეცაესა და კახა ჩხეტიანს ნდობისთვის. როცა მენდობიან, ბოლომდე ვიხარჯები. ამ გუნდმა, "შახტართან" ერთად, ყველაზე მეტი მომცა. დონეცკურ კლუბში მირჩა ლუჩესკუს წასვლის შემდეგ შანსი ვეღარ მივიღე... არ ვარ ის ფეხბურთელი, სათადარიგოთა სკამზე ყოფნას შევეგუო.

ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, ეროვნული გუნდის მაისური მოირგოს. ქვეყნისთვის თამაშობ... ნაკრებში არმიწვევაზე ბევრს არ ვფიქრობდი, რადგან მაინც ვერაფერს ვცვლიდი და ეს სტაბილურობაში ხელს შემიშლიდა... ყველაფერი მწვრთნელის გადაწყვეტილებაა და სხვა მიზეზები არ არსებობს...

ზოგადად, უსამართლობას ვერ ვეგუები. როცა რამე არასწორად ხდება, ყოველთვის ვამბობ. სიმართლის მთქმელი ყველას არ მოსწონს და ვიღაც ფიქრობს, რომ ცუდი ხასიათი მაქვს."

altდღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...

მკითხველის კომენტარები / 18 /
ყველაზე გამორჩეული ბავშვი იყო თავის ასაკში. არაბა, არაბა და ასე შემდეგ, არ შეიძლება 10 წლის ბავშვის კვარცხლბეკზე აყვანა. მან ჯერ ცხოვრების არანაირი დაბრკოლება არ იცის და არავისზე მაღლა არ უნდა დააყენოს, არც მწვრთნელმა და არც საზოგადოებამ. დიდი ნიჭიც ხანდახან დაბრკოლებაა! ჯერ ახალგაზრდა და ჯანით სავსეა, ეხლაც არ არის გვიან შემოუძახოს თავისთავს და მიხედოს საქმეს, ყველა შემთხვევაში წარმატებები.
ზოგადად მოკლედ ვწერ, მაგრამ გიორგიზე გული მწყდება, რატომ? ზემოთ ვთქვი, ყველაზე გამორჩეული იყო თავის ასაკში.
100%
07:16 01-04-2025
0
როგორ მინდა რო გამოიძახონ ნაკრებში, ვისაც ნანახი გაქვთ არაბიძეს თამაში იმათ გეკითხებით დღევანდელ ჩვენ ნაკრებიში რო ჩაჯდეს მარჯვენა ფლანგზე ხო წარმოგიდგენიათ როგორი ტრიო გვეყოლება, რავიცი იქნებ ეს ინტერვიუ იმის წინაპირობაა რო ამხანაგურებზე ვიხილებთ სიაში, თან რო დაუკვირდეთ ერთი სიტყვითაც არ გააკრიტიკა ფედერაცია ან სანიოლი, და პირიქით კარგი ურთიერთობა მაქვსო, ღმერთმა ქნას. წარმატებები ყველა ვარიანტში.
გიო გიო
21:53 31-03-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული