კვარაცხელიას საგოლე პასი - ქართველი პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 28-ე ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „ანჟე“ 1:0 დაამარცხა და ვადამდე მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

მასპინძელთა გარემარბი კვარაცხელია ვირუსული ინფექციის შემდეგ დაბრუნდა და თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. დებიუტში ის მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, განივი გადაცემა გააკეთა, მაგრამ ბურთს მეკარე ფოფანა დაეუფლა. დედაქალაქელები ბევრს უტევდნენ, ხვიჩა აქტიურობდა, ფლანგებს იცვლიდა, მისი პასის შემდეგ რამუშმა ვერ უწია მიზანს, ვიტინიას გატანა ფოფანამ არ დაანება და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ პარიზელებმა შეტევები გააგრძელეს და „კვარას“ პასით დუემ მეტოქის კარი დალაშქრა. დარჩენილ დროში ანგარიში არ
შეიცვალა და ლუის ენრიკეს გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.

კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და მის ანგარიშზე პსჟ-ში ყველა ტურნირზე 16 მატჩში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

„პარი სენ ჟერმენი“ 9 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ასტონ ვილას“ უმასპინძლებს.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - ანჟე 1:0
გოლი: დუე (55)

altხვიჩას ზეიმი შინაგანად დაწყებული აქვს - 24 წლის ასაკში კიდევ ერთი დიდი ჩემპიონობა!

მკითხველის კომენტარები / 9 /
კვარას ჩემპიონობა კარგია მაგრამ სანაიას რა ეშველება ინფაქტი რომ მიიღო
9
ხომ ყველაფერი აქვს ამ ბიჭს,მაგრამ ბოლოს ხანებში საუკეთესოა მოედნის ხედვაში.ვულოცავ გაჩემპიონებას. მაისში ლიგის ჩემპიონობა მოგველოცოს
დავით 67
02:06 06-04-2025
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული