"საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გოლები გიორგი კოხრეიძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანეს, მაგრამ "შახტარის" ახალგაზრდა ფეხბურთელი თავისი დრიბლინგითა და დარტყმებით გამოირჩეოდა. არაბიძემ ჩეხეთთან მატჩის მიწურულს, მაშინ, როცა მისი გუნდი მარცხდებოდა, კარში 8-ჯერ დაარტყა", - წერს უეფას საიტი ქართველზე.
არაბიძის გარდა, უეფამ ტურნირის აღმოჩენებად ეტიენ ამენიდო (გერმანია), ჯასტინ ბილოუ (ჰოლანდია), დიოგო დალოტი (პორტუგალია), ვიკტორ გიოკერესი (შვედეთი), მეისონ მოუნტი (ინგლისი), რუი პედრო (პორტუგალია), გეორგი რუსევი
შეგახსენებთ, რომ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი ინგლისის ნაკრებმა მოიგო.