აქ არაბიძე ლიდერობს - საქართველოს 19-წლამლდეთა ნაკრების სატრანსფერო ფასები

AutoSharing Option
გერმანული სამენეჯერო სააგენტო "ტრანსფერმარკტის" მიხედვით, საქართველოში დასრულებულ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების წევრებს შორის სატრანსფერო ღირებულებით გიორგი არაბიძე ლიდერობს.

საინტერესოა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელთა შეფასებები ოდნავ, მაგრამ მაინც გაიზარდა.

ფეხბურთელი კლუბი ფასი (ევრ)
გიორგი არაბიძე შახტარი 700, 000
გიორგი ჩაკვეტაძე დინამო თბ 300, 000
გიორგი კოხრეიძე საბურთალო 225, 000
ლუკა ლაკვეხელიანი საბურთალო 125, 000
ნიკა კვანტალიანი დინამო ბთ 200, 000
დავით სამურკასოვი ლოკომოტივი 150, 000
დავით კობოური დინამო თბ 100, 000
ალექსანდრე კახიძე ინტერ-ალფა 100, 000
ვატო არველაძე ლოკომოტივი 75, 000
გიორგი კუცია დინამო თბ 75, 000
ლუკა გუგეშაშვილი იაგელონია 50, 000
გაბრიელ საღრიშვილი ტორპედო 50, 000
გიორგი ჩოჩიშვილი უგუნდო 25, 000
შალვა ბურჯანაძე ტორპედო 25, 000
თემურ
ჩოგაძე დინამო ბთ 25, 000
ნიკოლოზ მალი საბურთალო -
თომა ხუბაშვილი საბურთალო -
გიორგი ქოჩორაშვილი საბურთალო -

ჯამური ფასი 2,23 მლნ ევრო

საინტერესოა, რომ ნაკრებს ტრავმის გამო გამოკლებული თბილისის დინამოელი ლუკა ლოჩოშვილის ფასი 250 ათასი ევროა, ლოკომოტიველი რატი არდაზიშვილის - 150 ათასი, ხოლო მეკარე დავით კერესელიძისა - 25 ათასი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვეთანხმები სოსოს..რეიტინგებში იკან რომ ვართ ფრთხილობენ.
პაატა
29 ივლისი 2017 17:33
0
კაი მენეჯერი რომ ყავდეს და ვენგერს ეგ ბიჭი ანახონ წაიყვანდა არსენალში გამოზრდიდა. მონაკო ან პორტუგალიის ლიდერებიც მოუხდებოდა იქიდან მერე კარგად იყიდებიან. შახტარის სტილის არ არის, მთავარია რუსეთში არ წავიდეს
gia
29 ივლისი 2017 15:54
0
18წლის "მბაპე"ში რეალი 180 მილიონს იხდის და აქ საქართველოს ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი 700000 ღირს,ღირს თორემ მაგდენის გადახდაც არავის უნდა სამწუხაროდ
Gio
29 ივლისი 2017 15:01
0
არაბიძეს გარდა საფეხბურთო ნიჭისა კიდევ ერთი უმნშვნელოვანესი ნიჭი აქვს.
-ეგ არის ბრძოლის ჟინი და შემართება.ძალიან მეწყინება თუ არ ან ვერ დაუფასდება.ამას იმიტომ არ ვამბობ,რომ მე თვითონაც არაბიძე ვარ,საერთოდ არ ვიცნობ მოგვარეებს.
ბიკენტი
29 ივლისი 2017 14:29
0
კუცია 75000?სისულელეა,ეს სამი ბიჭი კი საერთოდ კაპიკიც არა ღირს?ეს ბიჭები ევროპელები რომ იყვნენ,სამჯერ მეტი ეღირებოდნენ,მაგრამ სამი თამაშის მიხედვით და თანაც აღმოსავლეთ ევროპელები რომ ვართ,ფრთხილობენ,ქვეყნის რეიტინგიც ხომ ძალიან დაბალია.
სოსო
29 ივლისი 2017 14:10
0
სამარცხვინო ფასებია
antirekordi
29 ივლისი 2017 13:44
0
haha..უკაცრავად და...სტატიის სათაური და ბოლო წაიკითხეთ თვალის გადავლებით?
დათო
29 ივლისი 2017 12:24
0
არაბიძე 2 მილიონ შვიდასი ათასი ევრო?
ვაა, შახტარი რა მაგარი გუნდია. 3 მილიონიანი ფეხბურთელი დუბლების ზაპასში ყავს.
haha
29 ივლისი 2017 11:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული