Four Four Two-მ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა ასეული გამოაქვეყნა

AutoSharing Option
ბრიტანულმა ჟურნალმა Four Four Two-მ დაასრულა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა ასეულის საკუთარი ვერსიის გამოქვეყნება.

ჟურნალის ექსპერტებმა მსოფლიოს ნომერ პირველ ფეხბურთელად დიეგო არმანდო მარადონა დაასახელეს - "თუკი თქვენ გინახავთ მარადონა ბურთით, თქვენ მიხვდებით, რატომ არის ის ნომერ პირველი", - ვკითხულობთ რეცენზიაში.

ვფიქრობთ, საინტერესო იქნება მკითხველისთვის, თუ რომელი ფეხბურთელები შევიდნენ საუკეთესო ასეულში, უფრო კარგად კი გავეცნოთ ტოპ-ათეულის მოთამაშეებს.

1. დიეგო მარადონა (არგენტინა)
საოცარი ტალანტი და ბრძოლისუნარიანობა - ეს ის თვისებებია, რომლებმაც არგენტინელი გახადეს ყველაზე დიდი, როგორც "ნაპოლიში" თამაშისას, ასევე არგენტინის ნაკრებში.

პელემ
გაიტანა მეტი გოლი, მესიმ მოიგო მეტი ტიტული და ორივე გაცილებით უფრო სტაბილური ცხოვრებით ცხოვრობდა, ვიდრე დიეგო, რომლის ურთიერთობა ფეხბურთთან ყოველწლიურად რთულდებოდა, მაგრამ თუკი თქვენ გინახავთ მარადონა ბურთით, თქვენ მიხვდებით, რატომ არის ის ნომერ პირველი.

მესიმ ერთხელ თქვა, რომ მილიონი წელი რომ ითამაშოს, მარადონას დონემდე ვერ მივა. რაღა უნდა ვთქვათ, თუკი ლეოსთვისაც კი დიეგო მიუწვდომელია...

2. ლიონელ მესი (არგენტინა)
როგორ უნდა ავსახოთ მესის სიდიადე? მან ხომ ხუთი "ოქროს ბურთი" მოიგო, ხოლო საკლუბო დონეზე სამ ათეულზე მეტი ტიტული, მაგრამ ეს ფაქტები არასაკმარისია.

შემდეგი თაობები ვერ გაიგებენ, რას არ მოესწრნენ, სანამ მესის გოლების ვიდეოებს ნახავენ. 30 წლის ასაკისთვის ის უკვე დაბალანსებული პლეიმეიქერია, ასევე, დრიბლიორი და სნაიპერი. ჩვენ კი დაგვრჩენია, დავუჯეროთ პეპს, კი არ ვწეროთ მესიზე, ვუყუროთ მას.

Sportall.Ge

3. პელე (ბრაზილია)
პელე ფეხბურთის ნამდვილი რეკლამაა, ის მეფეა. 1958 წლის ჩემპიონატზე 17 წლის ფორვარდმა 6 გოლი გაიტანა, აქედან ორი ფინალში, რომელშიც, რა თქმა უნდა, ყველაზე ახალგაზრდა იყო.

60-70-იან წლებში ის თავის "სანტოსთან" ერთად მთელ მსოფლიოს ართობდა. ნიგერიაში ერთხელ 2 დღით შეწყვიტეს სამოქალაქო ომი, რადგან ორივე მხარეს სურდა პელეს თამაშის ნახვა.

Sportall.Ge

4. იოჰან კრუიფი (ჰოლანდია)
კრუიფის გენია ჯერ კიდევ მოქმედებს ფეხბურთზე. მან ორ ათეულზე მეტი ტიტული მოიგო, მათ შორის, სამჯერ ჩემპიონთა თასი "აიაქსის" შემადგენლობაში.

არავის ჰქონდა ასე კარგად განვითარებული ერთდროულად სისწრაფე, მოედნის ხედვა და გოლის ალღო. როგორც მწვრთნელმა კი, მან ნამდვილი რევოლუცია მოაწყო ფეხბურთში.

Sportall.Ge

5. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
უდიდესი ევროპელი გოლეადორი, რომლის ტალანტსაც ნათლად ადასტურებს 4 "ოქროს ბურთი", რომელსაც მალე მეხუთეც უნდა დაემატოს. ალექს ფერგიუსონმა ერთხელ აღიარა, ასეთ ნიჭიერ ფეხბურთელთან საქმე მას არასდროს ჰქონია.

მის ნიჭს ემატება კიდევ უფრო დიდი იარაღი რონალდოს ხელში, მისი მენტალიტეტი - "რეალის" ვარსკვლავი იდეალური ათლეტია.

Sportall.Ge

6. ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი)
ორი ათწლეულის განმავლობაში ალფრედო დი სტეფანო იყო წარმატებული სამ სხვადასხვა ქვეყანასა და კლუბში. ის გაიზარდა ბუენოს აირესის მუშათა კვარტალ ბარაკასში და თამაშობდა "რივერ პლეიტში". შემდეგ იყო კოლუმბია და "მილიონარიოსი" და ბოლოს, რა თქმა უნდა, ესპანეთი და "სამეფო კლუბი", რომლის ლეგენდაც გახდა ეს ბრწყინვალე ფეხბურთელი.

7. ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია)
საუკეთესო მცველი, რომელმაც კლუბსა და ნაკრებში ყველაფერი მოიგო. ელეგანტური ფეხბურთელი. კაიზერ ფრანცმა პირველმა დაიწყო ექსპერიმენტები ლიბეროს პოზიციაზე თამაშით და გახდა ამ მხრივ ყველაზე ცნობილი მოთამაშე.

8. ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
ზოგიერთი ფეხბურთელი ძალიან ეფექტურია, ზოგი - ელეგანტური. ერთად ეს ორი თვისება საუკეთესოდ ჰქონდა განვითარებული წარუშლელ ფრანგ ფეხბურთელს. ის ნამდვილი კერპი იყო და არის ბევრისთვის.

9. ფერენც პუშკაში (უნგრეთი)
დიდი უნგრელი თავისი საოცარი ცაციით, რომელიც ხან ქვემეხი იყო, ხან კი ჯადოსნური ჯოხი, ბატონობდა საფეხბურთო მოედნებზე. მას კარიერაში იმაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე თამაში ნათამაშები. უნგრეთის ნაკრებში 85 თამაშში მან 87 გოლი გაიტანა.

10. რონალდო (ბრაზილია)
ფენომენს, როგორც მას უწოდებდნენ, ჰქონდა ყველაფერი, რაც საჭიროა ჰქონდეს იდეალურ ფორვარდს. მხოლოდ ხშირმა ტრავმება შეძლეს ბრაზილიელის შეჩერება.

ჟურნალ FourFourTwo-ის ტოპ-ასეული
1. დიეგო მარადონა (არგენტინა)
2. ლონელ მესი (არგენტინა)
3. პელე (ბრაზილია)
4. იოჰან კრუიფი (ჰოლანდია)
5. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
6. ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა)
7. ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია)
8. ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
9. ფერენც პუშკაში (უნგრეთი)
10. რონალდო (ბრაზილია)

11. გარინჩა (ბრაზილია)
12. მიშელ პლატინი (საფრანგეთი)
13. მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია)
14. ჯორჯ ბესტი (ჩრ. ირლანდია)
15. ფრანკო ბარეზი (იტალია)
16. ზიკო (ბრაზილია)
17. გერდ მიულერი (გერმანია)
18. ჯუზეპე მეაცა (იტალია)
19. ბობი ჩარლტონი (ინგლისი)
20. პაოლო მალდინი (იტალია)

21. რომარიო (ბრაზილია)
22. ლევ იაშინი (სსრკ)
23. ეუსებიო (პორტუგალია)
24. რონალდინიო (ბრაზილია)
25. კარლოს ალბერტო (ბრაზილია)
26. ვალენტინო მაცოლა (იტალია)
27. ბობი მური (ინგლისი)
28. სოკრატესი (ბრაზილია)
29. რაიმონ კოპა (საფრანგეთი)
30. ლოთარ მათეუსი (გერმანია)

31. ხოსე მანუელ მორენო (არგენტინა)
32. პაოლო როსი (იტალია)
33. გიუნტერ ნეტცერი (გერმანია)
34. სტენლი მეტიუზი (ინგლისი)
35. ლუის სუარესი (ესპანეთი)
36. პაკო ხენტო (ესპანეთი)
37. რუუდ გულიტი (ჰოლანდია)
38. ჯანი რივერა (იტალია)
39. ნანდორ ჰიდეგკუტი (უნგრეთი)
40. კენი დალგლიში (შოტლანდია)

41. ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)
42. მატიას ზინდელარი (ავსტრია)
43. ფრიტც ვალტერი (გერმანია)
44. დიდი (ბრაზილია)
45. ოლეგ ბლოხინი (სსრკ)
46. ხუან ალბერტო სკიაფინო (ურუგვაი)
47. რიველინო (ბრაზილია)
48. მიხაელ ლაუდრუპი (დანია)
49. ნილტონ სანტოსი (ბრაზილია)
50. ჩავი ერნანდესი (ესპანეთი)

51. ჟაირზინიო (ბრაზილია)
52. რობერტო ბაჯო (იტალია)
53. გაეტანო შირეა (იტალია)
54. გუნარ ნორდალი (შვედეთი)
55. დინო ძოფი (იტალია)
56. დანიელ პასარელა (არგენტინა)
57. კარლ-ჰაინც რუმენიგე (გერმანია)
58. ადოლფო პედერნერა (არგენტინა)
59. ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)
60. კევინ კიგანი (ინგლისი)

61. პეტერ შმეიხელი (დანია)
62. დიქსი დინი (ინგლისი)
63. გორდონ ბენქსი (ინგლისი)
64. იოჰან ნეესკენსი (ჰოლანდია)
65. ჯიმი ჯონსტონი (შოტლანდია)
66. ტეოფილო კუბილასი (პერუ)
67. ფლორიან ალბერტი (უნგრეთი)
68. სანდრო მაცოლა (იტალია)
69. დენის ბერგკამპი (ჰოლანდია)

70. პაულ ბრაიტნერი (გერმანია)
71. ჯონ ჩარლზი (უელსი)
72. ხოსე ანდრადე (ურუგვაი)
73. ომარ სივორი (არგენტინა)
74. იოზეფ მასოპუსტი (ჩეხოსლოვაკია)
75. კაფუ (ბრაზილია)
76. დენის ლოუ (შოტლანდია)
77. ფრანკ რაიკაარდი (ჰოლანდია)
78. ჟუსტ ფონტენი (საფრანგეთი)
79. ლუიჯი რივა (იტალია)

80. ტიერი ანრი (საფრანგეთი)
81. დრაგან ჯაიჩი (იუგოსლავია)
82. უგო სანჩესი (მექსიკა)
83. რაიან გიგზი (უელსი)
84. ჯაჩინტო ფაკეტი (იტალია)
85. უვე ზეელერი (გერმანია)
86. გაბრიელ ბატისტუტა (არგენტინა)
87. ხავიერ ძანეტი (არგენტინა)
88. ალან სიმონსენი (დანია)
89. ხრისტო სტოიჩკოვი (ბულგარეთი)

90. რობერტო კარლოსი (ბრაზილია)
91. ზეპ მაიერი (გერმანია)
92. შანდორ კოჩიში (უნგრეთი)
93. ფილიპ ლამი (გერმანია)
94. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)
95. ჯალმა სანტოსი (ბრაზილია)
96. ობდულიო ვარელა (ურუგვაი)
97. ნეიმარი (ბრაზილია)
98. მარიო კემპესი (არგენტინა)
99. მარიო კოლუნა (პორტუგალია)
100. გეორგე ჰაჯი (რუმინეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 65 /
დასაწყისი ვნახე და აღარც ჩამიკითხავს. ბრიტანული ჟურნალის ექსპერტები, აუცილებლად მარადონას თაობის არიან და აქედან გამომდინარე, ტენდენციურებიც! ვინც არ უნდა ახტეს და .... გადახტეს, პელე ერთადერთია, მეფეა და ჯერჯერობით, განუმეორებელი! ამას თვითონ აღიარებს, ყველა დიდი, ფეხბურთელი, "მარფინისტ" და პუტინ-კასტრო-ჩავესის ძმაკაც მარადონას გარდა, რომელიც დიდი ფეხბურთელი კი იყო მაგრამ, აშკარად, ღირსების დეფიციტი აქვს (ჩემი აზრით)! დღევანდელებს (მესი-რონალდო) რაც შეეხება, მაგათ, ჯერ კრუიფ-ზიდან-ბეკენბაუერამდე აკლიათ ბევრი, თორემ "მარფინისტს" არც შევადარებ. პელეზე ხომ საუბარიც არ არის!
jiji
01 აგვისტო 2017 12:51
0
რაის მიხეილ მესხი, ნუ გადამრიეთ რა... კაცმა 15 წელიწადში დინამოში 54 გოლი გაიტანა. და საბჭოთა კავშირის ნაკრებში 35 მატში 4 გოლი. თავდამსხმელმა!!!! და თქვენ გინდათ ამ სტატისტიკით 100 საუკეთესოში მოიაზროს ვინმემ? კი ბატონო ყველას გვიყვარს და პატივს ვცემთ მაგრამ ეს რეალობაა...
GEO
04 აგვისტო 2017 12:01
2
მესხია ფეხბუირთის!!-ს ისეთ კომენტარს წერთ ვითომ მე არ მიყვარდეს ქართული ფეხბურთი... მეც ზუსტად იმ გვარების გამო მიყვარს ფეხბურთი ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, მაგრამ აქ სხვა რაღაცაზეა ლაპარაკი. არცერთს ამ გვარებიდან და კიდევ სხვა სანაქებო ქართველი ფეხბურთელებიდან ევროპაში არ უთამაშია და შესაბამისად ნურც ელოდებით რომ ვინმე რამით შეაფასებს ან დააფასებს. რაც შეეხება მესხს, კარგი ბატონო ნაკრებში არ იძახებდნენ, მაგრამ დინამოში ხომ თამაშობდა სულ. მაგარი ფინტები ქონდა და მაგარი ფეხბურთელი იყო. ალბათ 2-3 თუ გვეყოლება მაგ დონის, მაგრამ თავდამსხმელი საშუალოდ სეზონზე 4 გოლს რომ ვერ გაიტანს მსოფლიო დონის ვარსკვლავობაზე პრეტენზია არ უნდა ქონდეს... და მესხის და ყიფიანის სიყვარულში ნუ შემეჯიბრებით კიდე თუ ძმა ხარ რა.
GEO
07 აგვისტო 2017 12:05
0
მესხს ნაკრებში არ ეძახოდნენ ყოველთვის! გარდა ამისა მან სხვებს გაატანინა ორჯერ და სამჯერ მეტი. თუ არ გაქვს მისი თამაში ნანახი ეს სხვაა. გარდა ამისა ჩვენ ფეხბურთი იმიტომ გვიყვარს, რომ მას თამაშობდნენ მესხი, ყიფიანი, გუცაევი...
მესხია ფეხბურთი!!!
04 აგვისტო 2017 20:53
0
მდაა. რობერტო კარლოსი-90-ე, ბატისტუტა-86, ბერხკამპი-69, ინიესტა-59, რობერტო ბაჯო-52, ბრაზილიელი რონალდო მხოლოდ-10 ამ სიით ამტკიცებენ ინგლისელები რომ ფეხბურთის აზრზე არ არიან
ნეტარ არიან
01 აგვისტო 2017 20:53
0
უაღრესად არაკომპეტენტური და ტენდენციური ასეულია. ყიფიანი, მესხი, მეტრეველი, ჩივაძე, გუცაევი - სად არიან? ერთი ქართველიც ვერ გახზდა ასეულში ყოფნის ღირსი? ზოგი იასეთია მანდ, გვარტიც რომ არ გამიგია...
მიშა აბაიშვილი
01 აგვისტო 2017 12:07
0
ნამდვილად ღირსეული ბიჭებია!!!!!!!!!! მაგრამ საბჭოთა სისტემის გამო, არ იცნობდა მსოფლიო....
ლევანი
04 აგვისტო 2017 23:36
0
ეს სია ბრიტანელების შედგენილია და შემადგენლობასაც ეს აშკარად ეტყობა,რა თქმა უნდა თავისთავადაც ჩამონათვალი პირობითია.ბრიტანეთში საბჭოთა ფეხბურთელებს ვერ ნახულობდნენ თუ არ იყო ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატი და უეფას ტურნირები,ამიტომ არიან სიაში იაშინი და ბლოხინი.ჯორჯ ბესტი მათ მეცამეტე ნომრად დააყენეს,მაგრამ მე მისი ორი თამაში ვნახე მაშინ სსრკ-სთან და ორივეში რეზო ძოძუაშვილმა საჯარიმოში შეშვება კი არა,ფეხი არ გაატოკებინა და ეს ყოველგვარი უხეშობის გარეშე გააკეთა,საცოდავი სანახავი იყო ბესტი,არა და ბურთს რომ მიიღებდა მთელი სტადიონი ექსტაზში ჰკიოდა,მაგრამ მიღებული ბურთი იქვე რეზოს რჩებოდა და ასე მთელი ორი თამაში.ბესტი ამ ორი თამაშის მიხედვით საშუალოზე დაბალი კვალიფიკაციის ფორვარდად გამოჩნდა მაგრამ ალბათ მასე არ იქნებოდა,რადგან ევროპის საუკეთესო ფეხბურთელადაც იყო დასახელებული.ასე რომ სია პირობითია.
სოსო
01 აგვისტო 2017 10:31
0
თუ მხოლოდ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონობით ზომავთ, ჩამოგეწერათ ყველა ბრაზილილიელი, ვინც თუნაც 10 წუთი ითამაშა ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ არა, მაშინ სად არის ანდრეი შევჩენკო, რომელიც ყველა დროის ცხრა ნომრების სამეულში თუ არა ხუთეულში ყველა ვარიანტში შედის. სად არიან ტოტი და დელპიერო? სად არის პუიოლი ან რივალდო? იკერი? როგორ დავიჯერო იკერი 100 საუკეთესოში არ შედის. რა აკლია? კარიერა? ტიტულები? რეკორდები? მარაზმია ეს სია.
fraternity
31 ივლისი 2017 16:36
0
დიეგო ლომი იყო... არანორმალური... N1
GEO
31 ივლისი 2017 16:14
0
1. პელე, 2. მარადონა, 3.-100 ვინც გინდათ, ოღონდ ყიფიანი, გუცაევი, უფროსი მესხი(თუ გინდათ უმცროსიც), მეტრეველი, პაიჭაძე, ჩივაძე, შენგელია და სხვებიც არ გამოგრჩეთ. რაულიც, კლისმანიც და ა.შ.
ჩვენც გამოვაქვეყნოთ ჩვენი სია
03 აგვისტო 2017 16:48
0
ლევან,ვლადიმერ ბარქაიასთან ინტერვიუ წავიკითხე და მაგ საკითხზე ასე სწერსლლ:მე ჟერსონის მეურვეობა მებარა,სიჭინავას კი პელე,პელეს დამჭერი მსოფლიოში კაჩი არ იყო და რა თქმა უნდა ჟორაც ვერ იჭერდა,თან თვითონაც ვეღარაფერს ქმნიდა,ერთი სიტყვით დაკარგული იყო,სიჭინავას გავძახე,ჟორა,შეეშვი მაგის დევნას და შენი თამაში ითამაშეო.ჟორამაც დამიჯერა და მეორე ტაიმში ჯერ დარტყმა მეკარემ აუღო,მერე კი მისმა დარტყმულმა ძელი შეაზანზარა და პელემაც სწორედ სიჭინავა გამოარჩიამეტოქის გუნდში.სხვათა შორის,მაგ თამაშის წინ,მწვრთნელმა მოროზოვმა ფეხბურთელებს მოსთხოვა არავითარ შემთხვევაში არ გაემარჯვათ ბრაზილიასთან,შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონობას მოგვთხოვენო,ნახევარი გუნდი კი პასუხისმგებლობას გაექცა და სხვადასხვა საბაბით ამ თამაშს აერიდა.
სოსო
01 აგვისტო 2017 15:49
0
სამწუხაროდ პელეს დროს ასე არ იყო კომუნიკაციები განვითარებული.მე პელეს ერ თი თამაში მაქვს ნაყურები ლუჟნიკებში სსრკ ნაკრები და ბრაზილიის ნაკრების.მაშინ იქ ქართველებიც თამაშობდნენ.მაშინ პელემ თქვა სსრკ ს ნაკრებში მარტო გ სიჭინავა აამაღალი კლასის ფეხბურთელიო.იყო ასეთი ანეგდოტიც. ბარქაიას მწრთვნელმა დაუძახა ითამაშე რას დგეხარო.მან უპასუხა მაცალე ფეხმურთს ვუყუროო!!!
ლევანი
01 აგვისტო 2017 11:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული