MLS-რეალი: ვარსკვლავთცვენა და უმცროსი ზიდანის დებიუტი ჩიკაგოში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ ღამით ჩიკაგოში ერთმანეთს MLS-ის ვარსკვლავების გუნდი და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდნენ.

MLS-ის შემადგენლობა მართლაც ვარსკვლავური იყო: ტიმ ჰოვარდი, მაიკლ ბრედლი, ბასტიან შვაინშტაიგერი, კაკა, დავიდ ვილია, ჟოზი ალტიდორი, სებასტიან ჯოვინკო, ჯოვანი დოს სანტოსი...

ძირითად დროში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს. ანგარიში „რეალის“ შემტევმა ბორხა მაიორალმა 59-ე წუთზე გახსნა, 87-ე წუთზე კი დომა დუაიერმა გაათანაბრა და შეხვედრა თერთმეტმეტრიანების სერიაში გადაიყვანა.

პენალტების სერიაში, რომელშიც „რეალის“ კარს 19 წლის ლუკა ზიდანი იცავდა, მადრიდელებმა 4-2 მოიგეს. ესპანელებიდან ბენზემამ, ბეილმა, კოვაჩიჩმა და მარსელომ ზუსტად დაარტყეს. ამერიკელების მხრიდან
იგივე გააკეთეს დიეგო ვალერიმ და მიგელ ალმირონმა. დომა დუაიერმა და ჯოვანი დოს სანტოსმა კი ვერ ივარგეს. პირველ მათგანს ზიდანმა აუღო, მექსიკელმა კი ბურთი ხარიხას მოარტყა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული