ვიდეოგამეორებები აშშ-ში, იტალიაში, გერმანიასა და პორტუგალიაშიც ინერგება

AutoSharing Option
უახლოესი უქმეებიდან მოყოლებული, ჩრდილოეთ ამერიკის MLS-ის ლიგაში მსაჯების ვიდეოდახმარების სისტემის (VAR) გამოყენებას დაიწყებენ. უფრო მოგვიანებით, ამ თვეში, ეს სისტემა ასევე იტალიის, გერმანიისა და პორტუგალიის ჩემპიონატებში დაინერგება, - გვატყობინებს საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს (IFAB) ოფიციალური ვებგვერდი. ივლისში ამ სისტემის გამოყენება ასევე დაიწყეს კორეაში.

ცნობილია, რომ VAR-ს გამოიყენებენ ბელგიასა და პოლონეთში, თუმცა ზოგიერთ თამაშებში. ჰოლანდიაში ამ სისტემას ქვეყნის თასის მატჩებში გამოცდიან.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ ვიდეოასისტენტების ტესტირების ნებართვა გასცა. სისტემა უკვე გამოსცადეს რამდენიმე ტურნირზე, მათ შორის, კონფედერაციათა
თასზე. შაბათს, გერმანიის სუპერთასის მატჩში "ბაიერნსა" და "დორტმუნდს" შორის, "ბაიერნის" ორივე გოლზე VAR-ის გამოყენება გახდა საჭირო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული