ფეხბურთელი, რომელიც "ალიანც არენაზე" ძვირი ღირს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი და ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე "პარი სენ-ჟერმენის" მიერ ნეიმარში 222 მილიონი ევროს გადახდის ფაქტს აკრიტიკებს.

"ნეიმარის ტრანსფერის დროს საკუთარ თავს ვკითხე: რა უფრო მნიშვნელოვანია, ნეიმარი თუ "ალიანც არენა"? პასუხი, რა თქმა უნდა, "ალიანც არენა" იყო. არადა, ნეიმარის ტრანსფერი, შესაძლოა, ჩვენს სტადიონზე ძვირი დაჯდეს", - განაცხადა რუმენიგემ Sport Bild-თან საუბრისას.

"ბაიერნს" "ალიანც არენას" აშენება 346 მილიონი ევრო დაუჯდა. მიუნხენელებმა 2005 წელს ეს თანხა 25 წლით ისესხეს და ვალი 2014 წელს, დათქმულზე 16 წლით ადრე გაისტუმრეს.

ნეიმარის ტრანსფერი პსჟ-ს უკვე დაახლოებით 300 მილიონი ევრო დაუჯდა (222 მილიონი გამოსასყიდი თანხა და გადასახადები). მომდევნო 5 წლის განმავლობაში, პარიზელებს ბრაზილიელის ხელფასში ამდენივეს გადახდა მოუწევთ.

- სიკვდილი ნეიმარს - "ბარსელონას" ფანებმა სიძულვილი მატჩის დროს გამოხატეს [VIDEO]

- დაუსრულებელი საგა: "პარი სენ ჟერმენი" ნეიმარს ვერ არეგისტრირებს

- [გიორგი კაკაბაძის ბლოგი] არ მესროლოთ, მე ნეიმარი არ ვარ!..
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული