ფეხბურთელს არ ესიამოვნა მშობლის ულტიმატუმი, მაგრამ რას იზამდა, დანებდა და მესამე დღეს სახლში გაბრუნდა, რის შემდეგაც მადრიდის "ატლეტიკომ" გაუფორმა კონტრაქტი და დუბლებში გაამწესა. ამ გუნდის შემადგენლობაში ესპანეთის მე-3 ლიგაზე იასპარეზა, მერე ამავე დივიზიონის "მელილიაში".
წელს იური მშობლიურ ლვოვში დაბრუნდა და "კარპატიში" ჩაირიცხა. მას უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში 6 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი,
სხვათა შორის, ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მცველმა ოლეგ ლუჟნიმ განაცხადა, სანამ რუსეთს უკრაინის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ჩვენს ფეხბურთელებს იქ არაფერი ესაქმებათო.