ფრიდონ ინჯიას ინიციატივა: ჩავატაროთ ამიერკავკასიის თასი!

AutoSharing Option
მარტვილის "მერანის" პრეზიდენტ ფრიდონ ინჯიას აზრით, ქართულ ფეხბურთში ინვესტორების შემოყვანა შესაძლებელია, თუკი კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება.

"ბევრი ბიზნესმენი ვიცი, რომელიც მზადაა, ფეხბურთში ფული დააბანდოს და კლუბს უპატრონოს, მაგრამ საამისოდ აუცილებელია, რომ პარლამენტმა კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს. ამის თაობაზე რამდენიმე პარლამენტართან ვილაპარაკე და ვიცი, რომ ასეთი ინიციატივის წინააღმდეგები არ არიან", - თქვა ინჯიამ სასტუმრო "ჰუალინგში" გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXVII ყრილობაზე.

- სფფ-ის ყრილობა: უფასო ფეხბურთი, ვალები, პროექტები

მისი კიდევ ერთი ინიციატივა ახალი საფეხბურთო ტურნირის ჩატარებას ეხებოდა:

"ფეხბურთის ფედერაციას მივმართავ თხოვნით, თუ
არის შესაძლებელი, რომ ამიერკავკასიის თასის ჩატარების ინიციატორად გამოხვიდეთ. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენს საფეხბურთო ცხოვრებასაც გამოაცოცხლებს და მაყურებელს სტადიონზე დააბრუნებს. ხალხს ჩვენი მეზობელი ქვეყნების საუკეთესო გუნდებთან თამაშები მოენატრა.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა. ყველამ დაინახა, რომ ჩვენ საერთაშორისო ტურნირების კარგად ორგანიზების უნარი გვაქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
იქნებ აგვიხსნათ ბატონო ფრიდონ 100 მილიონი $ ის ქონება როგორ შეიძლება მოაგროვოს ჩვეულებრივმა რიგითმა დეკანმა დოქტორმა და ა.შ არ გიკვირთ თქვენც ?
Shota
02 დეკემბერი 2020 04:15
0
განუხორციელებელი, უტოპიური წინადადებაა. ან თუნდაც ჩატარდეს, ვისი მომგები ვართ, ყარაბახი, გაბალა ალაშკერტი და სხვებიც დაგვახევენ თავზე ბურთს
gvanji
02 სექტემბერი 2017 10:35
0
batono fridon, gvacalet cota, viswavlit fexburtis tamashs da ase 50 wlis shemdeg chavatarot.:)
gio
15 აგვისტო 2017 15:22
0
ერთი ამ ...ინჯიას დამიხედეთ. ფული როგორ იშოვე ჯიგარ ? საქარტველოს გაძარცვით ხომ არა ? ბურჯანაძის პარტიის დამფინანსებელი ყველანაირად ზირს უთხრის საქართველოს დამოუკიდებლობას
giorgi
15 აგვისტო 2017 13:51
1
შავი ზღვის ქვეყნების თასი ჩაატარეთ. სომხების და აზერბაიჯანელების დასაცინი მაინც არ გავხდებით!
გუჯა კახაძე
15 აგვისტო 2017 13:36
1
რა ამიერკავკასიის თასი კარგი რა ფრიდონ, გამოკიდებენ მერე პლაკატებს სადმე ჩვენთან რომ აზერბაიჯანი ოკუპანტია და მაგათთანაც დაგვეძაბება. სომხეთ აზერბაიჯანის შერიგებაზე რომ არაფერი ვთქვათ.
gia
15 აგვისტო 2017 13:10
0
ლუქსენბურგს სუსტი გუნდები ჰყავს, მაგრამ არასოდეს მოსვლია თავში ბენილუქსის(ბელგია,ნიდერლანდი,ლუქსემბურგი) თასის გათამაშება შემოეღოთ! გაანებეთ ამ სსრკ-ს ნაწილ-ნაწილ აღდგენის მცდელობას თავი! ინჯია ყოფილი კომუნისტია და დავალებას ასრულებს!
დათო
15 აგვისტო 2017 13:10
2
ხანდახან მგონია რა დღეშიც ვართ ზუსტად ვიმსახურებთ. ჩვენი ხალხის ფსიქოლოგია მაკვირვებს, ადამიანმა რაღაც ინიციატივა წამოწია და ეგრევე უაზრო აგრესია. აბა ერთი უკეთესი იდეა მოგვაწოდეთ. თუ რა დღეშიც ვართ ეგაა უკეთესი
მეზარბაზნე
15 აგვისტო 2017 13:59
3
კარგი იდეაა მაგრამ სომხეთისა და აზერბაიჯანის შერიგებას როგორ მოხერხდება.ისინი საერთო ტურნირში არ მიიღებენ მონაწილეობას
paata
15 აგვისტო 2017 12:21
0
საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდება ეს თასის გათამაშება მუდმივად ამიტომაც სომხები და აზერები სტუმრად არ ივლიან ერთმანეთთან თუმცა უფრო უპრიანი იქნებოდა შავი ზღვის ბასეინის ქვეყნების თასი ან ჩემპიონთა თასი. საქართველო,რუსეთი,სომხეთი,აზერბაიჯანი თურქეთი,უკრაინა,რუმინეთი ბულგარეთი.8 ქვეყნა, ან კიდევ დამატება მოლდოვა -საბერძნეთის და იქნება 10
Guadua
15 აგვისტო 2017 14:32
2
ამიერკავკასიის თასზე ტურნირი კარგია და საერთოდ რაც უფრო მეტ ტურნირებში ითამაშებენ ჩვენი გუნდები უკეთესია თვითონ ჩვენივე გუნდებისთვის,მაგრამ ჩვენ ყველაზე დაბალი დონის გუნდები გვყავს კავკასიის სხბა ქვეყნებთან შედარებით.ვის უნდა მოუგოთ ჩვენ?ყარანახს ვერ მოუგებს დღეს ვერც ერთი ქართული გუნდი,სომხეთის გუნდებთანაც ძალიან გვიჭირს მოგება.ასევე ჩრდილოკავკასიურ რომელ გუნდს მოუგებთ?ანჟის?ან გროზნოს ახმატს?სამწუხაროდ ვერც ერთს.ესაა სამწუხარო რეალობა.ამიტომ უნდა მოვიწვიოთ გუნდებში კარგი ლეგიონერები და გუნდებში ხალხი დავასაქმოთ პროფესიონალები.
გოგა
15 აგვისტო 2017 11:02
0
მაგ მეზობელი ქვეყნის გუნდები გვხვდება ხოლმე ევროთასებზე გვიტარებს +18-ს.
giga
15 აგვისტო 2017 10:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული