ზუგდიდში ევროსტანდარტების სტადიონის მშენებლობა სრულდება

AutoSharing Option
ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა მალე დასრულდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამჟამად ტრიბუნების კონსტრუქციები აშენებულია.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სტადიონის შიდა ინტერიერის მოწესრიგება, განათების სისტემის მონტაჟი, საფეხბურთო მოედანზე უკვე გაკეთებულია სადრენაჟე სისტემა, ხოლო საფარის დაგება უახლოეს დღეებში დაიწყება.

პროექტის თანახმად, ცენტრალურ არენასთან ერთად, სათადარიგო სტადიონის მშენებლობაც არის გათვალისწინებული. მთავარი არენის ტრიბუნები 7 200-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს, სათადარიგო კი - 1224-ს. პირველ მათგანზე ბუნებრივი საფარი იქნება, ხოლო სათადარიგოზე - ხელოვნური.

სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს. პროექტის საერთო
ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი დაიხარჯება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. გეგმის მიხედვით, სამუშაოების პირველი ეტაპი ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მხარის გუბერნატორ ლევან შონიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მოკლედ, მალე საქართველოს ევროსტანდარტების შესაბამისი სტადიონი ექნება, რაც ზუგდიდში საფეხბურთო ცხოვრებას, ალბათ, გამოაცოცხლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
არავითარი ევროსტანდარტი არ არის დაცული, და აერთოდ დილეტანტის გაკეთებული პროექტია. არ ექნება :გადახურვა,სათავსოების განიავება და განათება, ნაწილობრივაა გათვალისწინებული კაფელი და მეტლახი, შემოღობვა, და სხვა მრავალი არც დაფინანსებაა საკმარისი და ა.შ .....................................
buti-47
16 აგვისტო 2017 10:35
0
ექვს ნახევარ ჰექტარზე თავისუფლად მოთავსდებოდა მესამე ბალახიანი მოედანიც,არ შეიძლება მუდმივად ხელოვნურ საფარზე ვარჯიში,ხარისხი კი ზუგდიდელებმა ნახეთ და შეაფასეთ.ტევადობა კარგად მგონია განსაზღვრული.ასე თუ ისე ,ქალაქს საკუთარი სტადიონი ექნება და ეს ძალიან კარგი ამბავია.რა ღმერთი გაუწყრება ზუგდიდს,რომ ნაკრებს ერთი ორი კაცი მაინც ვერ გაუზარდოს.
სოსო
16 აგვისტო 2017 14:45
0
დატკბით ზუგდიდელები ახალი სტადიონით ქუთაისელებთან მატჩამდე.
Ampreduzo
16 აგვისტო 2017 08:16
0
ეს 5 რიგა ტრიბუნები თუ ევრო სტანდარტია, მაშინ ბერნაბეო პლანეტარული ყოფილა
lashamax
15 აგვისტო 2017 17:54
9
vulocav zugdids.eseti proeqtebi 10-wlis ukan rom ganxorcielebuliyo,exle qartuli fexburti bevrad win iqneboda...
romandro
15 აგვისტო 2017 17:32
0
ძალიან მაგარი საქმეა. მალე გახსნილიყოს. ვულოცავ ზუგდიდელებს და სრულიად საქართველოს
dave
15 აგვისტო 2017 16:33
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული