"სამტრედია" UEFA-სგან ნახევარ მილიონ ევროზე მეტს მიიღებს

AutoSharing Option
დღეს UEFA-მ 2017/18 წლების ევროტურნირების საპრიზო ფონდი გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "სამტრედია" 260 ათას ევროს მიიღებს.

UEFA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის გუნდები 12.7 მილიონ ევროს მიიღებენ. მაქსიმალური თანხა კი, რაც შეიძლება კლუბმა გამოიმუშავოს, 57.2 მილიონი ევროა.

ევროპული გრანდები თავიანთ თავს მიხედავენ, ჩვენ კი ჩვენი კლუბები მოვიკითხოთ. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ UEFA-ში შემავალი ქვეყნების ის ჩემპიონები, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდნენ, დამატებით 260 ათას ევროს მიიღებენ. ამას ემატება 320 ათასი ევრო,
რომელიც "სამტრედიამ" ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის მიიღო. საერთო ჯამში, საქართველოს ჩემპიონი 580 ათას ევროს მიიღებს, რაც მცირე თანხა ნამდვილად არაა.

შეგახსენებთ, რომ "სამტრედია" ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების გათამაშებაში მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო.  საქართველოს ჩემპიონმა აზერბაიჯანულ "ყარაბაღთან" ორივე თამაში წააგო - სტუმრად 0:5 და შინ 0:1.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
სისულელების წერას ტავი დაანებეთ 3 წელია ბიჭენი გლადიატორებივით, თავს იკლავენშემოსავალი ეკუზტვნიტ მწვრთნელებს და ფეხბურთელებს სხვას არავის არაფრი ჩაუდია. მათ იმუშავეს და გამოიმუშავეს უეფას წესების მიხედვით. არავის უჩუქებია!
სანდრო
19 აგვისტო 2017 13:59
0
ეგ რა თანხაა? კალაძეს მიეცა, თუმცა იგი ვის რას მისცემს
xxx
17 აგვისტო 2017 10:31
2
" რაც მცირე თანხა ნამდვილად არაა" - თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მხოლიდ ნეიმარში გადახდილი თანხა ქართული კლუბის 300 წლის ბიუჯეტს უდრის, ჩვენთვის ნამდვილად არაა მცირე. მერე კიდე პრეტენზია გვაქვს, ყველა რატომ გვიგებსო.
Kote
17 აგვისტო 2017 10:22
0
არაა პატარა თანხა, მაგრამ რად გინდა ხელფასებზე გაწერენ და ხელებს მოითბობენ. ნაცვლად იმისა, რომ 2-3 ლეგიონერი ჩამოიყვანონ..
Jeko
17 აგვისტო 2017 00:29
0
აბა ვისზე უნდა გაწერონ? 3 წელია გლადიატორებივით ბრძოლობენ ბიჭები და მწვრტნელები პირობები მაგათ არა აქვზტ და მარალი ხელფასები. სხვა არავის ცაუდია არც შრომა და არც თანხა ცაუდია ვინმეს , რომ იქნებ ერთი ეტაპი მაინც გადაელახა. რაც იყო ამ ყველაფერმა ბიჭების თავზე გადაიარა3 წელი
სანდრო
19 აგვისტო 2017 14:08
0
თუნდაც ისეთი აზერებთან როა. თავისუფალი აგენტის ჩამოყვანა შეიძლება საკმაოდ ნორმალურის და არა ისეთი ბოსტნის მუშების ეხლა რო მოყავთ. იჯარები შეიძლება საკმაოდ კარგი ფეხბურთელების. მაგრამ ამათ კონტაქტები არ აქვთ, ენა არ იციან, საქმის კეთება არ შეუძლიათ და არც იციან. სადიო მანეს ვერ იყიდიან მაგრამ იანიკ დიალო ხო შეიძლება არა?
ბესოს
18 აგვისტო 2017 14:36
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული