ინგლისის, იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ლიგები უკვე "სილქ სპორტის" პაკეტში

AutoSharing Option
წელს SILK TV-ის აბონენტებს უნიკალური სეზონი ელით.  მათ ყველა მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენის ყურება შეეძლებათ.

ტრადიციულად, სპორტული ჩემპიონატებით დატვირთული იქნება "სილქ უნივერსალი" და "სილქ სპორტის" სამივე არხი (Silk სპორტი HD 1, Silk სპორტი HD 2, Silk სპორტი HD 3).

სპორტის მოყვარულებისათვის პირდაპირი ეთერით და ქართული გახმოვანებით, ინგლისის პრემიერლიგის ყველა საინტერესო შეხვედრა იქნება ხელმისაწვდომი.

რა თქმა უნდა, კვლავ სრულად იქნება წარმოდგენილი ესპანეთის პრიმერა დივიზიონი. ესპანური ფეხბურთის მოყვარულებს ექნებათ საშუალება, რომ ტურის ათივე შეხვედრა პირდაპირ ეთერში იხილონ და ისევე, როგორც ინგლისის პრემიერლიგის შემთხვევაში,
ნახონ ესპანეთის ჩემპიონატის ტურისწინა მიმოხილვა, "ლა ლიგის სამყაროს" ძალიან საინტერესო გადაცემა და რა თქმა უნდა, ტურის მიმოხილვა.

გარდა მსოფლიოს ორი საუკეთესო ჩემპიონატისა, "სილქ სპორტის" და "სილქ უნივერსალის" ეთერში კვლავ იქნება წარმოდგენილი ჰოლანდიის და პორტუგალიის ჩემპიონატები, უეფას ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა, თავისი საინტერესო გადაცემებით და მიმოხილვებით.

არც სამხრეთამერიკული ფეხბურთის მოყვარული დარჩება უკმაყოფილო, ვინაიდან "სილქ სპორტის" და "სილქ უნივერსალის" ეთერში ყოველ შაბათ-კვირას არგენტინის და ბრაზილიის ჩემპიონატის ყველაზე საინტერესო მატჩები გავა, ხოლო ეგზოტიკის მოყვარულებისთვის არსებობს ჩინეთის ჩემპიონატი, სადაც არაერთი ვარსკვლავი თამაშობს.

დაბოლოს, მნიშვნელოვანი სიახლე: 17 აგვისტოდან SILK TV-ის აბონენტებს, "სილქ სპორტის" და "სილქ უნივერსალის" გარდა, არხი "სეტანტა ჯორჯია" და "სეტანტა ჯორჯია +" თავის პროგრამას შესთავაზებს, რაც ნიშნავს იმას, რომ SILK TV-ის აბონენტი ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო სპორტულ მოვლენას მიადევნებს თვალს.

ინგლისის პრემიერლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, იტალიის სერია A, გერმანიის ბუნდესლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, ჰოლანდიის, პორტუგალიის, ბელგიის და შოტლანდიის ჩემპიონატები, უეფას ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა - ყველაფერი ეს, SILK TV-ის აბონენტებისთვის.

®
მკითხველის კომენტარები / 3 /
გთხოვთ ვისაც ეს ეხება, ფეხბურთის რეპორტაჟის თითოეული ტაიმი თითო კომენტატორმა წაიყვანოს და საერთოდ ამ დროს კომენტატორის ჯიხურში ერთი კომენტატორი იჯდეს, იქნებ ჭორაობას აღარ მოუნდნენ. ამ აზრზეა ფეხბურთის მოყვარულთა 100%, თუ არ გჯერავთ ჩაატარეთ ქუჩაში გამოკითხვა.
დათო
16:50 18-08-2017
4
აი ეს უკვე კარგი ამბავია.
სერია ა და პლუს სეტანტა-ს არანორმალური კომენტატორები)))))
Georgian
02:44 18-08-2017
6

სიახლეები პოპულარული